ავტორი:

რუსეთში ორ არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც კარანტინის რეჟიმის დროს გააუპატიურეს, იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერეს

რუსეთში ორ არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც კარანტინის რეჟიმის დროს გააუპატიურეს, იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერეს

რუსეთში, კრასნოიარსკში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეჟიმის დროს, ორი თინეიჯერი გოგონა გააუპატიურეს. ამის შესახებ "დეილი მეილი“ წერს.

გამოცემის ცნობით, გოგონები 17 და 18 წლის არიან. მათ თავს გასულ თვეში ქუჩაში, ღამის საათებში დაესხნენ. გოგონები ჯერ გააუპატიურეს, მათზე იძალადეს, ხოლო შემდეგ გაძარცვეს, წაიღეს სამკაულები და ტელეფონები.

პოლიციამ 55 წლის მამაკაცი დააკავა. მის სახლში მოპარული ნივთები აღმოაჩინეს. მამაკაცის წინააღმდეგ საქმე 5 დანაშაულზეა აღძრული და მათ შორის მას ბრალად ედება სექსუალური დანაშაული, ყაჩაღობა და ძალადობა.

ამასთან, პოლიციამ სასჯელი დაუწესა მსხვერპლ გოგონებსაც იმის გამო, რომ სამართალდამცველების მტკიცებით, ისინი კარანტინის წესებს არ დაემორჩილნენ და გარეთ იყვნენ იმ დროს, როცა ამის უფლება არ ჰქონდათ.

პოლიციის ცნობით, გოგონებს არც საშვი ჰქონიათ გარეთ გადასაადგილებლად. მოზარდებს აღნიშნულისთვის პოლიციამ ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

"დეილი მეილის“ ცნობით, გოგონების დაჯარიმების ფაქტს ადასტურებს კრასნოიარსკის პოლიციის განყოფილების პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ეკატერინა როსიცკაიაც.

შემთხვევა 20 აპრილს მოხდა, თუმცა საზოგადოებამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყო.

მაშველებმა იზმირში, მიწისძვრიდან 91 საათის შემდეგ, 4 წლის გოგონა ნანგრევებიდან ამოიყვანეს

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და "მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, რაიან გიგზი მეგობარ ქალზე ძალადობის გამო დააკავეს

ტრამპი, თუ ბაიდენი: ვის აირჩევენ ამერიკელები? - შეერთებულ შტატებში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია