ავტორი:

"ფეისბუქმა" კადიროვის "ინსტაგრამი" დაბლოკა - "ჩვენს მხედარს იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს"

"ფეისბუქმა" კადიროვის "ინსტაგრამი" დაბლოკა - "ჩვენს მხედარს იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს"

რამზან კადიროვს "ინსტაგრამი" დაუბლოკეს – ამის შესახებ bbc.com-ის რუსული საინფორმაციო სამსახური იუწყება. მისივე ცნობით, გვერდი, რომლითაც ჩეჩნეთის ლიდერი აქტიურად სარგებლობდა, დილიდან დაბლოკილია.

ადგილობრვი ტელეკომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ სოციალური გვერდის დაბლოკილ გვერდებთან კადიროვს საერთო არაფერი აქვს, თუმცა მის პარალელურად, "ფეისბუქმა" განაცხადა, რომ "ინსტაგრამი" მათ ეკუთვნით და ეს გადაწყვეტილებაც, ამერიკის მიერ საწესებული სანქციების სამართლებრივი აუცილებლობის საფუძველზე მიიღეს.

ცნობისთვის, 2017 წელს ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა, რაც ნიშნავს, რომ კადიროვს პასუხისმგებლობას აკისრებენ სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის, წამებისა და ადამიანის უფლებების სხვა სახის დარღვევებისთვის...

"მაგნიტსკის აქტი" კონგრესმა 2012 წელს მიიღო და იმ პირთა წინააღმდეგ, ვისაც კავშირი აქვს კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან, ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს ითვალისწინებს.

სოცუალური ქსელის გვერდები დაებლოკათ სახელმწიფო დუმის წევრს ადამ დელიმხანოვს, ჩეჩნეთის პარალმენტის სპიკერს მაგომედ დაუდოვს და ვიცე-პრემიერ აბუზაიდ ვისმურადოვს. ყველა მათგანი ჩენჩეთის ლიდერის უახლოესი გარემოცვის წევრებად ითვლებიან.

თავად კადიროვი არ აღიარებს "ინსტრაგრამის" გვერდების დაბლოკვას. იგივეს აცხადებს ჩეჩნეთის ტელევიზიის დირექტორი ახმედ დუდაევი.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ კადიროვი "ინსტაგრამის" გვერდებს აქტიურად მოიხმარდა და თითოეულ მათგანს 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, რაც ნიშნავს, რომ ის "ფეიკ გვერდი" ვერ იქნებოდა.

"არადა, კადიროვი ერთ-ერთ გვერდზე მისი და ოჯახის მიერ გაკეთებულ სიკეთეებზე წერდა და სიუჟეტებსაც უშვებდა, თუ როგორ ზრუნავდნენ მისი ოჯახის წევრები რესპუბლიკაზე, მოსახლეობაზე, როგორი სამაგალითო იყვნენ ყველა მათგანი თავიანთი მორალითა და პრინციპებით..." - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, მას ადრე "ფეისბუქმა" დაუბლოკა გვერდები იმ მიზეზით, რომ მასზე ამერიკის მიერ დაწესებული სავიზო და ეკონომიკური სანქციები ვრცელდება..

"ჩვენს "მამაც მხედარს" იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს იმ ადგილობრივებისგან, ვისაც განსხვავებული აზრი აღმოაჩნდება და ამის თქმას ხმამაღლა გაბედავს. კორონავირუსს ხელი არ შეუშლია და თუნდაც გასულ კვირებში, ვირუსით გამოწვეული პრობლემების გამო, ვინც კი ხელისუფლების კრიტიკა გაბედა, ყველას ბოდიში მოახდევინა. ვიდეოებს კი, სოციალურ ქსელში ტვირთავდა, რომ სხვებისთვის გაკვეთილი ყოფილიყო..." - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში.

სხვადასხვა ფსევდონიმით ინტერნეტმომხარებლები ასევე წერენ, რომ კადიროვს თავისი "კეთილშობილების წარმოსაჩენად" წლების განმავლობაში ნამუშევარი პიარსიუჟეტებიც წაეშალა.

რამდენიმე ხნის წინ, ჩეჩნეთის ლიერმა, ახალი, ადგილობრივი სოციალური ქსელის Mylistory-ის ამოქმედება დაანონსა, რომელიც ადგილობრივი პროგრამისტის მაგომედ ესხანოვის მიერ არის შექმნილი, თუმცა მას ბევრად ცოტა მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე "ინსტაგრამს".

ნორვეგიის პრემიერისა და მინისტრების ცეკვა სოციალური დისტანციის დაცვით - როგორ აღნიშნავს ქვეყანა კონსტიტუციის დღეს

ვენეციასთან ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა, ხანძარი 10 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა

როგორ ვიმოგზაურებთ COVID-19-ის ეპოქაში - რომელი ქვეყნები ემზადებიან ტურისტების მისაღებად და დაიყოფა თუ არა ევროპა "მწვანე დერეფნებად"