ავტორი:

5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დაზარალებულის ბაბუის ძმაა - "მოკვლით დაემუქრა, თუ რამეს იტყოდა"

5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დაზარალებულის ბაბუის ძმაა - "მოკვლით დაემუქრა, თუ რამეს იტყოდა"

5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული 58 წლის მამაკაცი, რომელიც დღეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა, დაზარალებულის ბაბუის ძმაა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი.

სააგენტოსთან საუბარში წყარო აცხადებს, რომ ბრალდებული მამაკაცისა და მისი ძმის ოჯახი გვერდიგვერდ ცხოვრობენ.

როგორც ირკვევა, შემთხვევა გასული წლის 5 ივნისს მოხდა, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო, რის შემდეგაც მათ სამართალდამცავებს მიმართეს.

შემთხვევას შეესწრო დაზარალებულის მცირეწლოვანი ბიძაშვილიც, 6 წლის ბავშვიც.

არსებული ინფორმაციით, ძმის შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი დაზარალებულს მოკვლით დაემუქრა თუკი, ის მომხდართან დაკავშირებით, რამეს იტყოდა.

როგორც ირკვევა, დაზარალებულისა და მისი ბიძაშვილის ჩვენებები სასამართლოში ერთმანეთის იდენტური იყო და ისინი მომხდართან დაკავშირებით, ერთი და იმავეს ჰყვებოდნენ.

ცნობისთვის, დღეს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ სცნო. უფრო ადრე, ერთი თვის წინ, ბრალდებული მამაკაცი 9-თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

განაჩენის გამოცხადებამდე გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება განმარტავდა, რომ ბრალდების მხრეს სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი, რითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდებოდა.

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

პოლიციამ 14  წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედებების ბრალდებით 30 წლის ბიჭი დააკავა

დაკავებულები არიან სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც ყალბი აქტივის ხარჯზე ნავთობპროდუქტები განაბაჟეს

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 15 წლის შვილს და მოხუც მამას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა