ავტორი:

ამირან გამყრელიძის კომენტარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით

ამირან გამყრელიძის კომენტარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება გახლავთ მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც ინფექციის ზრდის მომატებული რისკია ,- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების თარიღს უკავშირდებოდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას მთავრობის ცალკე სხდომა მიეძღვნება.

„როგორც იცით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც გახლავთ უმაღლესი ორგანო ამ პროცესების კოორდინირებისა ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და იქ მუდმივად მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, გახლავთ მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა. ამიტომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ამას მიეძღვნება ცალკე მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"მარშუტკებში" ფეხზე დგომა და კონდიცირების ჩართვა იკრძალება - "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს

სემეკმა ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი დაამტკიცა

მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა შესაძლოა აიკრძალოს