ავტორი:

თურქი ვარსკვლავი, რომელმაც მსოფლიოში ათასობით ადამიანი ეკრანს მიაჯაჭვა - კარიერის გამო დაკლებული კილოგრამები და აქინ აქინოზუს პირადი ცხოვრების დეტალები (ფოტოები)

თურქი ვარსკვლავი, რომელმაც მსოფლიოში ათასობით ადამიანი ეკრანს მიაჯაჭვა - კარიერის გამო დაკლებული კილოგრამები და აქინ აქინოზუს პირადი ცხოვრების დეტალები (ფოტოები)

თურქული სერიალები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. თურქმა ვარსკვლავებმა კი ლათინო-ამერიკული საპნის ოპერების მსახიობები წარმატებით ჩაანაცვლეს.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თურქულ სერიალებს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი უყურებს, მომხიბვლელი მსახიობები არიან. ქართველი მაყურებელი ბევრ მათგანს კარგად იცნობს. ზოგიერთი ჩვენს ქვეყანას ესტუმრა კიდეც,

ყველაფერი "სავაშ ბალდარიდან“ დაიწყო. მსახიობ მურათ ილდირიმს ამ გმირმა ჩვენს ქვეყანაში წარმოუდგენელი პოპულარობა მოუტანა. ქალებისთვის კი სავაშის მსგავსი მამაკაცი საოცნებო გახდა. ალბათ, გახსოვთ, როდესაც პარლამენტარ გუგული მაღრაძეს ჰკითხეს, თუ როგორი ტიპის მამაკაცები მოსწონს, მან უპასუხა, რომ სავაშ ბალდარის მსგავსი კაცები (ნახეთ ვიდეო).

სავაშის შემდეგ ქართველმა მაყურებელმა კიდევ ბევრი თურქი მსახიობი და გმირი შეიყვარა. ახლა კი განსაკუთრებული პოპულარობით მსახიობი აქინ აქინოზუ სარგებლობს.

აქინს ჩვენს ქვეყანაში პოპულარობა სერიალმა "თავქარიანმა“(hercai) მოუტანა, სადაც მირან შადოლუს როლს ასრულებს. მას პარტნიორობას ებრუ შაჰინი უწევს, რომლის გმირსაც რეიანი ჰქვია.

აქინ აქინოზუ 1990 წლის 22 სექტემბერს, ანკარაში დაიბადა. მსახიობის ოჯახს ყოველთვის კინოსთან და ტელევიზიასთან ჰქონდათ შეხება. აქინის დედაც მსახიობია, ხოლო მისი ბაბუა თურქეთში პირველი ტელევიზიის TRS-ის წამყვანი იყო, ბაბუის ძმას თურქული დოკუმენტური ფილმის მამას უწოდებენ.

აქინი დედისერთაა. 17 წლის ასაკში ის საცხოვრებლად და სასწავლებლად აშშ-ში გადავიდა. ის UC Berkeley-ის პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობდა და პროფესიით მათემატიკოსია. თურქეთში დაბრუნების შემდეგ კი უარი თქვა თავის პროფესიაზე და დედის კვალს გაჰყვა - სამსახიობო კარიერა დაიწყო.

მას დიდი ხნის სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სანდრა პესტემალჩიანთან, თუმცა, ჯერჯერობით დაქორწინების გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ჰყავს ძაღლი სახელად არჩი. აქინი გამართულად საუბრობს ინგლისურად.

აქინი შეყვარებულთან ერთად

სამსახიობო კარიერაში მისი მთავარი სერიალი "თავქარიანია“, რომელმაც წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა. ეს არის სერიალი, რომელმაც სოციალური ქსელები "ააფეთქა“. სერიალის ოფიციალურმა არხმა "იუთუბზე" რეკორდი მოხსნა, რადგანაც სულ რაღაც 5 კვირაში 1 მილიონი გამომწერი დააგროვა. 1.7 მილიონი გამომწერით "თავქარიანი“ თურქულ სერიალებს შორის რეკორდსმენია "ინსტაგრამზეც“.

აღსანიშნავია, რომ სერიალის გადაღებები დასრულებული არ არის. კორონავირუსის პანდემიამდე მეორე სეზონის გადაღებები მიმდინარეობდა, თუმცა ვირუსის საფრთხის გამო გადაღებები შეჩერდა. ამ ეტაპზე გამოსულია პირველი სეზონი და მეორე სეზონის ნაწილი.

სერიალის პირველი სეზონის შემდეგ Golden Objective Awards-ზე და ასევე Premios Nova Mas and Mister Nova- დაჯილდოებებზე დრამის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული მოიპოვა.

აქინის შესახებ სოციალურ ქსელებში ბევრი ჭორი ვრცელდება. მათ შორის ერთ-ერთი სერიალში მის პარტნიორთან ებრუ შაჰინთან სასიყვარულო ურთიერთობას უკავშირდებოდა, რაც მართალი არ აღმოჩნდა.

აქინი ადრე და ახლა

აღსანიშნავია, რომ აქინოზუ რამდენიმე წლის წინ ჭარბ წონას ებრძოდა და საკმაოდ დიდი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ ზედმეტი კილოგრამები მოეშორებინა.

ბრედ პიტი 27 წლის შეყვარებულს, ნიკოლ პოტურალსკის დაშორდა - რა გახდა განშორების მიზეზი

ქართველი მსახიობი იტალიურ ფილმში ავგუსტუსის როლს შეასრულებს - ვინ არის ლუკა ჩიქოვანი, რომელსაც კინოში უკვე არაერთი წარმატება აქვს (ფოტოები)

ორსული ქეთა თოფურიას პირველი ფოტო, რომელიც თაყვანისმცემელმა დუბაიში ჩუმად გადაუღო - ბავშვის სქესი ცნობილია