ავტორი:

ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმში მომხდარ ავარიას ემხვერპლა

ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმში მომხდარ ავარიას ემხვერპლა

14 მაისს ბათუმის ბულვართან უმძიმესი ავარია მოხდა. ხიმშიაშვილის ქუჩაზე ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო - მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და დღეს გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაღუპული ახალგაზრდა ბათუმელი ოპერატორი და ფოტოგრაფი მინდია შავაძე იყო. 28 წლის ახალგაზრდას მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა.

ახალგაზრდა ფოტოგრაფის გარდაცვალებამ მთელი ბათუმი შეძრა. ტრაგედიის გააზრება უჭირთ ახლობლებს, რომლებიც მინდია შავაძეს ხალისიან და პოზიტიურ ადამიანად ახასიათებენ.

"საუკეთესო ადამიანი, საყვარელი ბიჭი, სული გული ახლობლებისა და ნათესავებისა... იუმორის და სიცოცხლის ელექსირი... ძალიან გვეტკინა გული ყველას... ნათელი დაგიმკვიდროს უფალმა ჩვენო მინდო... და დიდი გამძლეობა და მოთმინება ჩვენს სოფოს"

"დაგვტოვა ყველაზე პოზიტიურმა, თბილმა და კეთილმა ადამიანმა, ძალიან ახალგაზრდამ... ნათელი იმქვეყნიურ სასუფეველში, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს... არ მჯერა ამ ყველაფრის დაწერა რომ მიწევს"

"გარდაიცვალა მინდია შავაძე... კეთილო თბილო ძალიან მძიმეა უშენობა, სიცოცხლით სავსე, როგორ ნაადრევად გამოგვაკლდი. ვერასოდეს დაგივიწყებთ შენ და შენს მიერ გაკეთებულ სიკეთეებს, ყველასთვის გულკეთილი და გულმართალი რომ იყავი. სიტყვებმა ძალა დაკარგეს რა უნდა თქვას ადამიანმა... ძნელია შენი სახელის წარსულში მოხსენიება, ყველას ტკივილიანი კვალი დაუტოვე გულში. უკეთილშობილესი იყავი, დაუსრულებლად ისაუბრებს მასზედ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კი ოდნავ მაინც ქონდა შეხება მასთან.... ყველანი მწარედ განიცდიან შენ დაკარგვას. დაე, ყველა ჩვენგანის სიყვარულმა, მონატრებამ და ლოცვამ, ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ"

"განსაკუთრებული იყავი და ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიჭერ ჩვენს გულებში"

"სიტყვებს ვერ ვპოულობ გამოვხატო ის ტკივილი რაც შენ მომაყენე. პირველად განვიცადე კაცური სიყვარულის ტკივილი, რომელიც საშინელება ყოფილა. რამდენი და რა დროც არ უნდა გავიდეს, შენ ყოველთვის ლამაზ მოგონებად დარჩები ჩემს გონებაში, ხოლო დიდ ტკივილად ჩემს გულში... ტკბილად იძინე ძმაო..." - წერენ სოციალურ ქსელში ტრაგედიით შეძრული ბათუმელები.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კახეთში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა - დასეტყვილია ვენახები

"წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგა" - გორში სტიქიას ებრძვიან

საქართველოში მიწისძვრა მოხდა