თბილისის მერი გიგი უგულავა ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას გარე ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით.
როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვადასხვა ბაზრობების ადმინისტრაციამ დააყენა საკითხი გარე ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით. თბილისის მერის განცხადებით, სხვადასხვა ბაზრობებზე 4 ათასი გარე მოვაჭრე მუშაობს. ბაზრებში კი, დაახლოებით 6 ათასი ადგილია თავისუფალი.
"ჩვენ სხვადასხვა ბაზრობების ადმინისტრაციამ დაგვიყენა მოთხოვნა, რომ ის ხალხი, ან უნდა შევიდეს შიგნით, ან ჩვენ გავალთ გარეთ, რადგან მოვაჭრეები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ვაჭრობის სფეროში მუშაობს, შეინარჩუნოს თავიანთი ადგილები. მესმის ამ ადამიანებისაც, მაგრამ ჩვენ მათ ვთავაზობთ წლის ბოლომდე უფასოდ იმუშაონ სხვადასხვა ბაზრობებზე", – განაცხადა გიგი უგულავამ.