ავტორი:

"ფეხმძიმედ ვარ, თუმცა უმძიმეს პაციენტებთან მაინც მიწევს ურთიერთობა" - რას ჰყვება პატარა ლუკას დედა, რომელსაც ექიმი მშობლები ვერ ეხუტებიან?

"ფეხმძიმედ ვარ, თუმცა უმძიმეს პაციენტებთან მაინც მიწევს ურთიერთობა" - რას ჰყვება პატარა ლუკას დედა, რომელსაც ექიმი მშობლები ვერ ეხუტებიან?

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში 5 წლის ლუკას ვიდეო გავრცელდა, რომელსაც მამასთან ჩახუტება უნდა, მაგრამ იმის გამო, რომ ახლა პანდემიის გამო შესაბამისი წესებია დასაცავი, ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთთან დისტანციურად არიან და მამა უარს ეუბნება ამაზე... ვიდეო უამრავმა ადამიანმა ნახა, "ფეისბუკის" პირად გვერდებზეც დიდი სიყვარულით გააზიარეს. პატარა ლუკა სადუნიშვილი ინტერნეტმომხმარებელმა თბილი სიტყვებით აავსო.

ჩვენ ბიჭუნას და მისი ოჯახის ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ. ლუკას დედა - ნინო გოგავა და მამა - გიორგი სადუნიშვილი ექიმები არიან.

ნინო:

- ლუკაჩო ჯერჯერობით ჩვენი ერთადერთი შვილია, მეორე პატარასაც ველოდებით, რომელზეც ახლა ფეხმძიმედ ვარ...

ორივე ექიმი ვართ - მე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მეუღლე - ნევროლოგი. ლუკაჩოს უახლოესი ადამიანებიც ექიმები არიან, მამიდა და ბაბუა ნევროლოგები, ერთი ბებო გინეკოლოგია, მეორე - ლოგოპედი, მეტყველების თერაპევტი. იმის გამო, რომ კლინიკაში მორიგეობა ყველას გვიწევს, ბავშვს სულ ვენატრებით, ჩახუტება მისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვცდილობთ, სითბო არ მოვაკლოთ.

- ფეხმძიმობისას და ამ ვირუსის პერიოდშიც გიწევთ კლინიკაში საქმიანობა?

- რეანიმაციაში ამ ვირუსის პერიოდშიც და მანამდეც, უმძიმეს პაციენტებთან გვიწევს ურთიერთობა. ამიტომ, რადგან ეს ჩემთვის ჩვეულებრივი სიტუაციაა, ახლა დიდად შესაშფოთებელი თითქოს არაფერია. ბევრად გადამდებ და რთულ დაავადებებთან, პაციენტებთან მაქვს ხოლმე საქმე... ორსულების შემთხვევაში ამბობენ, რომ ნაყოფის დედისგან დაინფიცირების საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ეს ბოლომდე დამტკიცებული არ არის. ამიტომ, ახლა გაცილებით მეტად ვფრთხილობ და ვცდილობ, ვირუსიან პაციენტებთან ურთიერთობა არ მქონდეს. რეანიმატოლოგი ვარ და როდესაც ავადმყოფი ნებისმიერ განყოფილებაში დამძიმდება, ჩემი პაციენტი ხდება, ამიტომაც ვთქვი, რომ რთულ დაავადებებთან მაქვს შეხება. ახლა ადმინისტრაცია ხელს მიწყობს, რომ კორონავირუსიანებთან არ მქონდეს შეხება. გიორგის ეს პრივილეგიები არა აქვს, ის მთელი დატვირთვით მუშაობს და სულ საავადმყოფოშია...

- ლუკას ვიდეო მამამ გადაუღო?

- ამ ვიდეოს ამბავს გეტყვით, როგორც მოხდა - ჩემი მეუღლე იმ დღეს მორიგეობიდან დაბრუნდა, დაიბანა, მოწესრიგდა, დაისპირტა და ამ დროს მის ტელეფონზე ზარი გაისმა, რომ შესაძლებელი იყო, საჩხერის საავადმყოფოში დაინფიცირებულები ყოფილიყვნენ (რამდენიმე ექიმზე გახლდათ საუბარი). ვინაიდან გიორგის მათთან კონტაქტი ჰქონდა, ასევე კორონიან პაციენტებთანაც, ამიტომ, იზოლაციაში წასვლა აუცილებელი იყო. სანამ წავიდოდა, ეს ვიდეო გადაიღო. წაიკითხეთ სრულად

"ნოემბრიდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით - შესაძლოა, მესამე და მეოთხე ტალღაც იყოს" - როგორია პაატა იმნაძის პროგნოზი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 700-ს გადააჭარბა

დღეიდან ძალაში რჩება აკრძალვა ავტომობილით 3-ზე მეტი პირის გადაადგილების შესახებ