ავტორი:

ჩინეთის ელჩი ისრაელში გარდაცვლილი იპოვეს - როგორია წინასწარი ვერსია სიკვდილის მიზეზებზე

ჩინეთის ელჩი ისრაელში გარდაცვლილი იპოვეს - როგორია წინასწარი ვერსია სიკვდილის მიზეზებზე

ჩინეთის ელჩი დუ ვეი ისრაელში, თელ-ავივში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას ისრაელის პოლიციის პრესსპიკერი ადასტურებს. თუმცა, პოლიციას ელჩის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზზე არ უსაუბრია.

დუ ვეი 57 წლის იყო. ის ისრაელში მისიის შესრულებას მიმდინარე წლის თებერვლიდან შეუდგა. ამჟამად, ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

ისრაელის ტელევიზია წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ, წინასწარი ნიშნებით, ელჩის გარდაცვალება ძილში, ბუნებრივად მოხდა.

ოქტომბრისთვის ბრიტანეთში ყოველდღიურად კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევა იქნება - მეცნიერთა პროგნოზი

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც პანდემიასთან არასათანადო ბრძოლის გამო აკრიტიკებდნენ, თანამდებობიდან გადადგა - "ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო"

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა