ავტორი:

11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის საჩხერელ ბიზნესმენს ბრალი წარუდგინეს

11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის საჩხერელ ბიზნესმენს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ ბ.ი.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ.

საჩხერელი ბიზნესმენი 30 წლის ბესიკ ივანაშვილი სამართალდამცველებმა 16 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის აპრილისა და მაისის თვეში მან 11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

"დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება წარუდგინა.

სამართალდამცველებმა ბ.ი. 2019 წლის 16 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 11 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ბესიკ ივანაშვილი ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებული პირია, მისი სახელი ფიგურირებს დასავლეთ საქართველოში ჩატარებულ საეჭვო ტენდერებში. ბრალდებულის ადვოკატი ავთო ბუცხრიკიძე ვარაუდობს, რომ დაკავება ბიზნესმენის საქმიანობას უკავშირდება და არა გავრცელებულ ბრალდებას.

მისი თქმით, უნდოდათ ბიზნესმენის საქმიანობის სხვებთან დაკავშირება, რაც არ გამოვიდა. ავთო ბუცხრიკიძის თქმით, მომხდარის დეტალები მალე გაირკვევა.

გარდაბანში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა

"პოლიციის თანამშრომლებს ნუ გვაგინებ" - ქუთაისში, კომენდანტის საათის დამრღვევმა სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმის საკარანტინე ზონაში მოთავსებულ 28 წლის მამაკაცს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უპოვეს