ავტორი:

სამხრეთ კორეაში მოედანზე მაყურებლის ნაცვლად სექს-თოჯინები დასვეს - სკანდალური საფეხბურთო მატჩის დეტალები

სამხრეთ კორეაში მოედანზე მაყურებლის ნაცვლად სექს-თოჯინები დასვეს - სკანდალური საფეხბურთო მატჩის დეტალები

კორონავირუსის საფრთხის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სპორტული ჩემპიონატები შეჩერებულია, ხოლო იქ, სადაც სპორტული შეჯიბრებები ჯერ ისევ გრძელდება, თამაშები მაყურებლის გარეშე იმართება.

გულშემატკივრის გარეშე მოედანზე გასვლა ფეხბურთელებისთვის დიდი გამოწვევაა. საფეხბურთო კლუბმა "სეულმა" კი პრობლემის უჩვეულო მეთოდით მოგვარება გადაწყვიტა.

როგორც BBC წერს, გასულ კვირას სამხრეთ კორეის საფეხბურთო კლუბმა "სეულმა“ საშინაო მატჩი სექს-სათამაშოების თანდასწრებით გამართა.

ამბავი კი იმით დაიწყო, რომ კლუბს კომპანიამ, სახელად Dalcom-მა ცარიელი ადგილების შესავსებად მანეკენების განთავსება შესთავაზა, რაზეც კლუბის თანხმობა მიიღო. ტელევიზორში ყურების დროს კი, ფანებმა შენიშნეს, რომ სკამებზე არა მანეკენები, არამედ სექს სათამაშოები იყო განთავსებული.

მოედანზე მაყურებლის ნაცვლად სულ 30 სექს სათამაშო განათავსეს, მათგან 28 ქალი, ხოლო 2 კაცი სათამაშო იყო.

საფეხბურთო კლუბ სეულის ადმინისტრაციაში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ მოედანზე მანეკენები იყო განთავსებული და არა სექს სათამაშოები და რომ ყოველივე არ უკავშირდებოდა სექს-სათამაშოების რეკლამას.ახლა კი აღნიშნულის გამო კლუბი ბოდიშს იხდის.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ თოჯინას ჰქონდა პორნო საიტების ემბლემა მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეაში პორნოგრაფია აკრძალულია.

მანეკენების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები BBC-სთან საუბრისას ბოდიშს უხდიან საფეხბურთო კლუბ "სეულს“, მაგრამ აცხადებენ, რომ თოჯინები უბრალოდ პრემიუმ კლასის მანეკენები არიან.

ბიჭი ბანერებით - ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი, რომელიც უჩვეულო საკითხებს "აპროტესტებს"

დღეს ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება

მზიურის რეაბილიტაცია სრულდება - როგორ გამოიყურება თბილისელების საყვარელი პარკი