ავტორი:

რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

თუ ადამიანს დიდი მანძილი არ აქვს დასაფარი, სჯობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გამოიყენოს და ის იმ ადამიანებს დაუთმოს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა და განმარტა, თუ როგორია ცენტრის რეკომენდაცია, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ავტობუსში, მეტროს ვაგონში და სხვა სატრანსპორტო საშუალებაში მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება.

"მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ამ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. დანარჩენი ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა.

თუ თქვენი გადაადგილება იმდენად შორსაა, რომ ამ მანძილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, სჯობს ტრანსპორტით ისარგებლოთ და ყველა სხვა დანარჩენმა, ვისაც გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა შეუძლია, დაუთმონ სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შეუძლებელია“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

გაგრძელდება თუ არა კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდი? - პრემიერის პასუხი

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების "პლაქვენილით" მკურნალობას დროებით წყვეტს

"დავუშვი უნებლიე შეცდომა..." - როგორ განმარტავს თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, რომ საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს