ავტორი:

გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ვაშაძე მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან - რა პროცესებს აანონსებენ ოპოზიციონერები?

გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ვაშაძე მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან - რა პროცესებს აანონსებენ ოპოზიციონერები?

ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 30 მაჟორიტარი „დაიტოვა“, ის არჩევნებში მაინც დამარცხდება.

„მე მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე და ჩემს პერსონაზე. ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი. ამ შემთხვევაში 30 მაჟორატირი მაინც დაიტოვა ივანიშვილმა, ეს იყო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის კომპრომისი, რომ დაეტოვებინა 30, მაგრამ მაინც მოვუგებთ. ამისათვის აუცილებელია, რომ მაქსიმალური კოორდინაცია იყოს და არ გაიყოს ოპოზიციის ხმები, სხვა შემთხვევაში მამაცურად, მაგრამ მაინც დავმარცხდებით. აქ ჩვენ პირად ამბიციებზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში გარდაუვალია ცვლილებები და ყველა საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანმა ყველაფერი პირადული გვერდით უნდა გადადოს,“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ასევე „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეც. მისი განცხადებით, იმისათვის რომ საარჩევნო ცვლილებებზე ოპოზიციის თანხმობა მოხდეს, პრინციპულად მნიშვნელოვანია გიორგი რურუას განთავისუფლება. ვაშაძემ ასევე მაჟორიტარულ ოლქებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ და საჭიროა რამდენიმე კვირა, რათა ყველა პარტიამ საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოაყალიბოს.

„ოპოზიცია საერთო სამოქმედო გეგმით მოქმედებას აგრძელებს, ნოემბრის შემდეგ საერთო სტრატეგია გვაქვს და ახალ ფაზაში გადავდივართ ამ სტრატეგიის. დღეს გავრცელდება ერთობლივი განცხადება და კიდევ ერთხელ მკაიფიოდ ნახავთ ჩვენს პოზიციას, რომ აუცილებელი არის გიორგი რურუას განთავისუფლება, რომ მოხდეს საარჩევნო ცვლილებებზე ოპოზიციის თანხმობა და ჩვენ ამ საკითხს პრინციპულად ვაყენებთ და დარწუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ შევაფასეთ ის გარემოება და აბსოლუტურად ღიად უნდა ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერა და ფაქტობრივად ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ხელს შეუწყობს ოქტომბერში ახალი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რაც ქართულ დემოკრატიას სჭირდება. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ამაზე გვქონდა ზოგადი საუბარი, არა კონკრეტული და ალბათ ერთი-ორი კვირის ვადაში ყველა პარტია უკვე ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ და სავარაუდოდ თბილისში მაჟორიტარობასაც ვაპირებ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ასევე პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა უნდა გადადგას, რადგან ამას მომდევნო არჩევნებზე ბრძოლის განსხვავებული ხასიათი მოითხოვს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას ნებაყოფლობით. ამას მოითხოვს განსხვავებული ხასიათი ამ არჩევნებზე ბრძოლის. ყველა უნდა წავიდეთ წინა ხაზზე, მაჟორიტარული ოლქები არის ბრძოლის წინა ხაზი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

LIVE: 360 გრადუსი - ალეკო ელისაშვილი, თინა ბოკუჩავა, ენძელა მაჭავარიანი

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება