ავტორი:

"მინდა ვუთხრა პატრულის ამ თანამშრომელს, დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!"- რა შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია

"მინდა ვუთხრა პატრულის ამ თანამშრომელს, დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!"- რა შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან დაბრუნდა, ამჟამად კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს.

მისი ინფორმაციით, კარანტინში გადაყვანამდე გიული ალასანიას ინციდენტი შეემთხვა თბილისის აეროპორტში, რის გამოც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს.

"მინდა გაგიზიაროთ ერთი ისტორია. არასოდეს მიწუწუნია ოჯახურ საკითხებზე, მაგრამ ეს ეხება არა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრს, ზოგადად - ბევრ ქართველს.

რამდენიმე დღის წინ დედაჩემი უკრაინიდან ჩაფრინდა თბილისში. ფრენის დროს ძალიან მაღლა აუვიდა წნევა, პატარა გოგო აღარ არის... აეროპორტში რომ გამოვიდა, უთხრეს, რომ ჯდებით ავტობუსში და მიგვყავხართ კახეთშიო. ამ დროს იყო ძალიან ცუდად. დამირეკა, ვერ ვლაპარაკობო და რაღაცნაირად უნდა უთხრაო, რომ კახეთამდე ვერ ჩავაღწევო.

ამ დროს მესმის, რომ ეუბნებიან, გაიარეთ ქალბატონოო... მითხრა, რომ პატრულის თანამშრომელი იყო იქ. ვუთხარი, რომ გადაეცი მას ტელეფონი და მე ავუხსნი, რაც ხდებათქო. აწვდის ყურმილს, რომ ჩემი შვილი აგიხსნით ყველაფერსო... ის პასუხობს, მჭახე ხმით - არ მაქვს უფლება, ვინმეს დაველაპარაკო, გაიარეთ და ჩაჯექით ავტობუსშიო.

მე მინდა ვუთხრა ამ პატრულს, სხვათაშორის მისი სახელი და გვარი ვიცი, დოქსოპულო, შენ დედა გყავს საერთოდ?! ასე ეპყრობით მოქალაქეებს?

ამის შემდეგ დედაჩემმა უთხრა, რომ ვერ წავალ კახეთშიო და გამოიძახეთ სასწრაფოო. სასწრაფო ერთი საათის განმავლობაში არ მოვიდა აეროპორტში. კახეთში ვეღარ წაიყვანეს, რადგან ვერ დგებოდა ფეხზე. შემდეგ მეგობარმა მიაწოდა წამლები და მოეხსნა წნევა. შემდეგ გადაიყვანეს თბილისში სასტუმროში, სადაც კარგი ხალხი შეხვდა და ახლა არის კარანტინში.

მე მინდა ვკითხო ყველას, ივანიშვილის შვილი უტა რომ ჩამოვიდა და პირდაპირ სახლში რომ გაუშვეს, დედაჩემი და ყველა სხვა მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან და უტას ეკუთვნის და გიულის და სხვებს - არა?! " - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია!

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრია

"მგონი ძალიან კარგ ადგილას ვარ... 69 წლის ვარ და ჩეთვის ეს გზა გავლილია" - ამირან გამყრელიძის პასუხი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით