ავტორი:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა - "გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი"

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა - "გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი"

საქართველოში 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და სულ ვირუსისგან 724 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 879-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"გზა დედამიწიდან მარსამდე მთვარეზე გაივლის" - ევროპის კოსმოსური სააგენტოს ქართველი თანამშრომელი ილონ მასკსა და მის გრანდიოზულ პროექტებზე

უკრაინელი ქალის საოცარი ამბავი, რომელმაც ბოლნისის სიონი გადაარჩინა

რას ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩ ზურაბ აბაშიძის მდგომარეობაზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა