ავტორი:

სომხეთში საკონცერტო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს - ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

სომხეთში საკონცერტო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს - ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. 18 მაისს ქვეყანაში 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კი, კორონავირუსით 4 823 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 61 გარდაიცვალა, ხოლო 2 019 გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, სომეხი სახელმწიფო მოღვაწის კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტული და საკონცერტო დარბაზის ფოიე საველე ჰოსპიტალად გადაკეთდა. ჯერჯერობით იქ პაციენტები არ მიუღიათ, თუმცა თუ საჭიროება მოითხოვს, ჰოსპიტალი უკვე მზადაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას azatutyun.am ავრცელებს.

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 1-ელ მარტს გამოვლინდა. 16 მარტს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც, დაიკეტა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ჩაიკეტა საზღვრები საქართველოსა და ირანთან, აიკრძალა 20 ადამიანზე მეტის შეკრება. ამ დროისთვის, მიუხედავად ინფიცირებულთა ზრდისა, სომხეთში კარანტინის რეჟიმის დროს დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილია. ფუნქციონირებს რესტორნები და კაფეები.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს. მის მიმართ კრიტიკული შეფასებები იწერება სომხურ მედიაშიც. გაზეთ "გოლოს არმენიის" 21 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ავტორი წერს:

"სომხეთის ხელისუფლება დაუდევრად უყურებს და მაინცდამაინც დიდად არ ცდილობს მოსახლეობის კორონავირუსისაგან დაცვის უზრუნველყოფას, ფასები მატულობს, ადამიანები საჭმელზე უკანასკნელ კაპიკებს ხარჯავენ, იზრდება პანიკა, ჯანდაცვის მინისტრი კი ამტკიცებს, რომ საქართველოში შექმნილი შედარებით ნორმალური სიტუაცია მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობითაა.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანი გადაკრულად მიგვანიშნებს, რომ ჩვენთან თურმე ბევრი დაავადებულ-გარდაცვლილი იმიტომაა, რომ არაფერს ვმალავთ, ზოგიერთები კი ზუსტ რაოდენობას მალავენო...

ხელისუფლებამ რეალობის გრძნობა დაკარგა, სწრაფად მატულობს უკმაყოფილოთა რიცხვი, სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, ვაითუ, მასობრივი უწესრიგობები მოხდეს. სოციალური ბუნტი უკვე მომწიფებულია და ყოველ დღეს შეიძლება ქუჩის გამოსვლები დაიწყოს. ადამიანები თავს მოტყუებულად გრძნობენ", - ვკითხულობთ სტატიაში.

უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში დააკავეს ბანკზე თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

"ვირუსმა არც მის ოჯახს აუარა გვერდი..." - როგორ ცხოვრობს კადიროვი 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც მოდის ბიზნეშია ჩართული