ავტორი:

"რამდენიმე დღით ადრე ჯავშანჟილეტის შოვნას ცდილობდა" - ვინ იყო ბლოგერი "ანზორი ვენიდან", რომლის მკვლელობას კადიროვს უკავშირებენ

"რამდენიმე დღით ადრე ჯავშანჟილეტის შოვნას ცდილობდა" - ვინ იყო ბლოგერი "ანზორი ვენიდან", რომლის მკვლელობას კადიროვს უკავშირებენ

რამზან კადიროვისა და მისი გარემოცვის კრიტიკას კიდევ ერთი ბლოგერი შეეწირა. მამიხან უმაროვი, იგივე "ანზორი ვენიდან", ავსტრიაში მოკლული იპოვეს. წარმოშობით ჩეჩენ უმაროვს, რომელიც წლების განმავლობაში კადიროვის გარემოცვას აკრიკიტიკებდა, ავსტრიაში პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა.

novayagazeta.ru-სთან საუბრისას უფლებადამცველები კადიროვის ზღვარგადასულ სისასტიკეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ავსტრიული გამოცემა Der Standard-ის ცნობით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე უმაროვი თავისი ზომის ჯავშანჟილეტის შოვნას ცდილობდა და ამისთვის, ისრაელში თავის ნაცნობებს დაუკავშირდა...

უმაროვი საზოგადოებამ პირველად 2018 წელს გაიცნო, როდესაც ის უკრაინელ დეპუტატს იგორ მოსიჩუკს დაუკავშირდა და უთხრა, რომ კადიროვის მრჩეველმა შაა ტურლაევისგან მას სამი ადამიანის - ჯოხარ დუდაევის, მისი ცოლის და თავად მოსიჩუკის მკვლელობა შეუკვეთა.

უკრაინელი დეპუტატი 2014 წელს პირადად დაემუქრა კადიროვს იმის გამო, რომ დაქირავებული ჩეჩნები რუს "მოხალისეებთან" ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდნენ.

ევროპისა და გარშემო ქვეყნებში, წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის მკვლელობა მოხდა, რომელსაც სწორედ კადიროვს უკავშირებდნენ.

2017 წელს ჩეჩენი ბლოგერი ადამ ოსმაევა და მისი ცოლი გაიტაცეს, მაგრამ გადარჩნენ... ცოლ-ქმარი აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის მხარეზე იბრძოდა. იმავე წლის ოქტომბერში ადამ ოსმაევისა და მისი ცოლის ამინა ოკუევას მანქანას დაესხნენ თავს. ოკუევა ადგილზე მოკლეს, ოსმაევა გადარჩა...

2019 წელს, ბერლინის ცენტრში, კადიროვის კიდევ ერთი კრიტიკოსი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ახლახან გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ მკვლელობის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას...

პუტინის ხელისუფლების კვალი დაინახეს, კიდევ ერთი ჩეჩენი ბლოგერის და ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის აქტიური კრიტიკოსის იმრან ალიევის მკვლელობაშიც, რომელიც 2020 წლის თებერვალში, საფრანგეთში მოხდა.

44 წლის ალიევს, ქალაქ ლილეს სასტუმროში ესროლეს, სადაც ის რამდენიმე ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. დანა, რომელიც დანაშაულის სავარაუდო იარაღად იყო გამოყენებული, ცხედრის გვერდით იპოვეს. ფრანგული მედიას წერდა, რომ მკვლელობას შესაძლოა პოლიტიკური მოტივი ჰქონოდა. თუმცა, მოსკოვი, ყველა მკვლელობასთან კავშირს გამუდმებით უარყოფს.

საქმე ის არის, რომ მამიხან უმაროვი ჯერ უკრაინის და შემდეგ ავსტრიის კონტრდაზვერვას ჩეჩნეთის ლიდერზე ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა.

კერძოდ, მათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩეჩნეთიდან გაგზავნილი მკვლელების იდენტიფიკაციაში ეხმარებოდა, მათ სატელეფონო საუბრებს უსმენდა და შემკვეთებისა თუ შემსრულებლების იდენტიფიკაციას ხმების მიხედვით ახდენდა...

"არსებული ინფორმაციით, კადიროვი და მისი გარემოცვა კიდევ ერთხელ აპირებდა მოსიჩუკსა და ადამ ოსმაევზე თავდასხმას, რაშიც ქილერმა 20 მილიონი დოლარი მოითხოვა..."- წერს გამოცემა.

მამიხან უმაროვი, ბოლო წლებში YOUTUBE-ის მეშვეობით ესაუბრებოდა თავის გამომწერებს და კადიროვის ქმედებების შესახებ უამბობდა. გამომწერთა რაოდენობით, ის თითქმის გაუტოლდა ტუმსო აბდურახმანოვს, რომელიც ევროპაში ცხოვრობს.

მდიმინარე წლის თებერვალში, აბდურახმანოვი გაიტაცეს, თუმცა, გადარჩა. მისგან განსხვავებით, უმაროვი არასდროს მალავდა ადგილსამყოფელს. პირიქით, ღიად საუბრობდა, რომ ავსტრიაში ცხოვრობდა.

"იციან, რომ ყველა გახმაურებული მკვლელობის უკან კადიროვი დგას და მაინც არაფერს აკეთებენ... ამ პირობებში კი, ჩეჩნეთის მოსახლეობამ რა უნდა ქნას? _ უნდა უყუროს, წლების განმავლობაში როგორ ხოცავს ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"ავსტრიის სპეცსამსახურებს მათი კონტროლის არეში მყოფი ადამიანი მოუკლეს, რომელიც თურმე რისკის ფასად ეხმარებოდა მათ... გროზნოში მყოფებს რატომ მოუწოდებენ ისაუბრონ პრობლემებზე, ვინმე დაეხმარება მათ?..

საინტერესოა, ვინ არის სიაში მომდევნო, ტუმსო აბდურახმანოვი?!" - კითხულობს კიდევ ერთი მათგანი.

"ჩეჩნეთში სამი შვილის დედა, რომელიც სიკვდილამდე ნაცემი იყო, ცოცხლად დამარხეს კადიროვის სამართალდამცველებმა, გოგონას დედამ ამაზე ხმამაღლა საუბარი გაბედა, თუმცა კადიროვმა რამდენიმე დღეში ბოდიში მოახდევინა და შვილიშვილები მკვლელ მამას დაუბრუნა. ახლა არავის არაფერი ახსოვს..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ეფრესიმოვი".

როგორ "ქრება" ჩეჩნეთში ათობით მოქალაქე - სკანდალური გამოძიება, რომელიც რამზან კადიროვს ადამიანების სიკვდილით დასჯაში ამხელს

ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან

"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ