ავტორი:

რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ საფრთხეზე საუბრობს, რასაც ხილით და ბოსტნეულით ადამიანის მოწამვლა ქვია. მისი ინფორმაციით, ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, პროდუქტი გამდინარე წყალში კარგად გაირეცხოს.

ამ კონტექსტში ინფექციონისტი ყურადღებას ამახვილებს ხილის ნამცხვრებში და ტორტებში გამოყენებაზე. კონკრეტულად, ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, ნუ გამოიყენებენ ტორტებში ყუნწიან მარწყვს.

"ზოგი ახირებად მითვლის, მაგრამ წლებია მაწუხებს ყუნწიანი მარწყვების ნახვა კრემიან ტორტებზე. შეუძლებელია მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადექვატურად გაირეცხოს. აღარაფერს ვამბობ ბაქტერიებზე, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ იქ არსებობის, ყუნწის მოცილებისას ხილული ჭუჭყიც შეიმჩნევა ხოლმე. ახლა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის კონტექსტში არ ვწერ ამას, ჩვეულებრივ ბაქტერიებს ვგულისხმობ, რომლებიც ადვილად აინფიცირებს ადამიანს, თუ ხილი და ბოსტნეული კარგად არ არის გარეცხილი გამდინარე წყლით.

ასევე ადვილად მრავლდება ბაქტერიები კრემში და სერიოზულ დაავადებებს იწვევს (საკვებისმიერი ინფექციები). არაერთხელ გამიგია, რომ ადამიანი მარწყვმა "მოწამლა". ასევე ხშირია კრემიანი ნამცხვრებით "მოწამვლის" შემთხვევებიც.

მოკლედ, განსაკუთრებით ამ ეპოქაში, როდესაც ადამიანებმა ისეთი უცნაური და არასაჭირო ქცევა დაიწყეს, როგორიცაა პროდუქტების შეფუთვების დეზინფექცია და ხილის და ბოსტნეული საპნით რეცხვა, ყუნწიანი (ანუ ფაქტიურად ცუდად გარეცხილი) მარწყვი თავმომწონე ტორტზე კიდევ უფრო გასაკვირია" - წერს მაია ბუწაშვილი.

სახელმწიფო ასევე დაეხმარება დასაქმებულებს, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში სამსახური დაკარგეს

"გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე..." - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ახლა უკვე Volvo-ს ყველა მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა და „Care Key“ მეტი უსაფრთხოებისთვის