ავტორი:

"ვანო მერაბიშვილის "ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრიანებაზე საუბარი არ ყოფილა" - რას ამბობენ პარტიაში?

"ვანო მერაბიშვილის "ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრიანებაზე საუბარი არ ყოფილა" - რას ამბობენ პარტიაში?

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრიანების თაობაზე პარტიაში საუბარი არ ყოფილა.

„ამაზე საუბარი არ ყოფილა და არც მას განუცხადებია ამაზე საჯაროდ. ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ბუნებრივია, თუ ის გადაწყვეტს პოლიტიკურ აქტიურობას, ეს არის მისი არჩევანი," - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება.

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს - რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-თან

"სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, არასწორად იყო ინტერპრეტირებული" - დავით ზალკალიანი

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი