ავტორი:

"კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და პროგნოზი კეთილსაიმედოა" - მარინა ეზუგბაია

"კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და პროგნოზი კეთილსაიმედოა" - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და მასთან პროგნოზი კეთილსაიმედოა. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ამჟამად კლინიკაში წევს 40 პაციენტი, საიდანაც 35 დაინფიცირებულია.

"ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. კრიტიკული პაციენტი, რომელსაც მუდმივად ვახსენებდით, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასთან პროგნოზი კეთილსაიმედოა - მდგომარეობა დასტაბილურდა, ჟანგბადსაჭიროებაც მოიხსნა და იმედია, თუ ასეთი მდგომარეობით გაგრძელდება, ალბათ მალე გაწერაზეც ვილაპარაკებთ.

მძიმე პნევმონიით ამ ეტაზე გვყავს 2 პაციენტი, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილური არაა, გარკვეულწილად პროგრესირებს როგორც პნევმონიის თვალსაზრისით, ისე კვლევების მონაცემებიც არაა სტაბილური და ცვალებადია. იმედია, აქაც ყველაფერი კარგად იქნება. ძირითადი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და გამოსავალი ალბათ, ყველასთან ძალიან კარგი უნდა იყოს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ორი შემთხვევიდან ერთი არის თეთრიწყაროს დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე კი საკარანტინო სივრციდან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"კომენდანტის საათი" 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება

დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება - რისი შესრულება მოუწევთ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ