ავტორი:

პაკისტანში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 107 მგზავრი იმყოფებოდა

პაკისტანში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 107 მგზავრი იმყოფებოდა

მედიის ინფორმაციით, პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 107 ადამიანი იმყოფებოდა, საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. კატასტროფა ქალაქ ყარაჩიში მოხდა.

"თვითმფრინავი ქალაქ ყარაჩიში ჩამოვარდა. ვცდილობთ დავადგინოთ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, მაგრამ ამ წუთისთვის არსებული ცნობებით, თვითმფრინავში 99 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იყო“,-განაცხადეს ქვეყნის ავიაციის სააგენტოში.

ყარაჩის მერის ინფორმაციით, პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. მედიის ცნობით, კატასტროფის შემდეგ, თვითმფრინავი ცეცხლის ალში გაეხვა.

ცნობისთვის, პაკისტანის ავიახაზების ლაინერი ქალაქ ლაჰორიდან ყარაჩიში მიემგზავრებოდა.

ავსტრალიას ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდება თავს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი საქართველოსთან დაკავშირებით მინისტრის განცხადებას განმარტავს

უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს