ავტორი:

სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ბანკომატიდან თანხის გატანის მიზნით ააფეთქეს - "მთავარი არხი"

სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ბანკომატიდან თანხის გატანის მიზნით ააფეთქეს - "მთავარი არხი"

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ბანკომატიდან თანხის გატანის მიზნით ააფეთქეს.

სოფელ კოხნარის მოსახლეობამ აფეთქების ხმა 23:00 საათზე, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ერთი საათით ადრე გაიგო, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ კომენდანტის საათი მოქმედებდა.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მთელმა სოფელმა გაიგო, თუმცა კომენდანტის საათის გამო, გარეთ გამოსვლა ვერ გაბედეს.

"აქვე ვცხოვრობ და ისეთი ხმა იყო, თითქოს დაინგრა ყველაფერი. მეზობლები ერთმანეთს ვურეკავდით და ვეკითხებოდით, ვინმეს რამე ხო არ აუფეთქდა სახლში-თქო, მერე გავიგეთ ეს ამბავი" - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

სოფელ კოხნარში აფეთქებულია საზოგადოებრივი ცენტრის შენობა, ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ცენტრში არსებული ბანკომატი, რომელიც დამნაშავეების მთავარი სამიზნე იყო - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბანკომატიდან რამდენიმე ათასი ლარია წაღებული. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცველები ეძებენ ნიღბიან პირებს, რომლებიც კომენდანტის საათის დროს შევიდნენ საზოგადოებრივ ცენტრში და ძარცვის მიზნით აფეთქება მოაწყვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

"მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი" - რა დეტალებს იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გირაო, 100 000 ლარი უკვე გადაიხადა - ადვოკატი

"მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობა დაზარალებული არ აღიარებს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატისა და პროკურორის კომენტარები სასამართლოს შემდეგ