ავტორი:

როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები

როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის გარშემო აგორებულ სკანდალს საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობას ედავებიან, გუშინ სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში უამრავი კომენტარი და შეფასება იწერება. სპორტსმენს არაერთი ცნობილი ადამიანი მხრდაჭერას უცხადებს.

ლევან სონღულაშვილი, მხატვარი:

"ბასილაშვილის საქმეს მინდა შევეხო. დიდ პატივს ვცემ კანონმორჩილ მოქალაქეებს და ძალიან მაღიზიანებს, როცა ვინმე რიგს არღვევს. ცოტა ხნის წინ, დაახლოებით, 20-25 წუთი მაღაზიის რიგში ვიდექი, ჩემს უკან ხანდაზმული ქალი შევნიშნე და რიგი დავუთმე, შემდეგ სხვა ქალბატონმაც მთხოვა, შვილო, ძალიან მეჩქარება და იქნებ, ახლა მე შემიშვაო. ბუნებრივია, გავატარე. ამჯერად, მოუთმენლად ველოდი ჩემ რიგს. დაცვამ შესვლისკენ მომიწოდა, ნაბიჯი გადავდგი თუ არა, 50 წლამდე ასაკის ქალმა დაიყვირა, სად მიდიხართ, თქვენ ახლა მოხვედით, რიგი დაიცავითო! მას ურცხვად აჰყვნენ სხვა ქალები და ამ ალიაქოთში მამაკაცებიც გამომესარჩლნენ. თითქოს, ქალებზე ზეწოლას ვახდენდი. ცოტაც და, ძალადობის მუხლით ბრალს წამიყენებდნენ.

უფლებებზე საუბარი აუცილებელია, მაგრამ ის სუბიექტები, რომლებიც ქალთა, უმცირესობათა, თუ ცხოველთა უფლებების, ასევე, გარემოს დამცველად გვევლინებიან, ფემინიზმის მხარეს დგანან და პრეტენზია აქვთ დასავლურ ფასეულობებსა და ლიბერალურ ღირებულებებზე; რომელთა პირიდან წამოსული ყოველი სიტყვა შესაშურად პოლიტკორექტულია, რატომ გამოაქვთ ვერდიქტი დანაშაულის დამტკიცებამდე? რატომ ხუჭავენ თვალს უდანაშაულობის პრეზუმციაზე? მართალია, შესაძლოა, სტატისტიკით მოძალადე ქმრები აჭარბებენ ქალებს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ფაქტს, რომ რიგ შემთხვევებში, მამაკაციც იყოს მსხვერპლი.

დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გააკეთეთ ასეთი რადიკალური განცხადებები".

თამარ ივერი, საოპერო მომღერალი, მეცო სოპრანო:

"ქალთა მიმართ ძალადობის ერთ ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგე ვარ... თუმცა, ამ შემთხვევაში, რაც მოვისმინე, ინტუიციით ამ ყოველივეს ქალბატონი ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის!

მანამდე დედამთილისთვისაც მოუსწრია ჩივილი, ქმარს თვეში 100.000ლარს(!) დიახ,არც მეტი არც ნაკლები თვეში 100.000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის (ჯერ საერთოდ ფუი! ასეთ ხელშეკრულებას თუნდაც ყოფილ ქმართან!!) ახლა თურმე ეს 100 ათასი ლარი აღარ ყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია(!), თავად მისულა "მსხვერპლი" მოძალადესთან სახლში(!), მორიგჯერ კარიერის დანგრევით და საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებია და მოკლედ... ჩემს წინაშე უსუსური "ნაძალადევი" გოგონა კი არა, კარგად დატრენინგებული შანტაჟისტი "პროვოკატორშა" წარმოისახა!!!

და მას ეს "ძალადობა"იგრძნობა რომ... ამ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა. მწარე ენით, შენი ცხოვრების ჭრილობაზე და საიდუმლოზე გამუდმებით მარილის ყრით და კარიერის დანგრევის მუქარით კი ცხვარს ააღებინებ ხელში დამბაჩას არამცთუ ადამიანს და უკაცრავად, ადამიანზე მუდმივი ფიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის და მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად? სხვათაშორის, თუ ასეა, მუდმივმა შანტაჟმა ადამიანი დიდი ალბათობით შეიძლება ფსიქიკურ შეშლამდე და თვითმკლელობამდე მიიყვანოს, მაშინ როცა "ფინგალი" ერთ კვირაში გაივლის. თუმცა,დიდი ეჭვი მეპარება თავად ნიკოლოზის მხრიდან რაიმე მონაწილეობისა ამ აქციაში. გამწარებული მამისგან კი შეიძლება იყო კიდეც რაღაც ადეკვატური მუქარა. ასე რომ ხვალინდელი,ოცდაათი კბილებალესილი ადვოკატების მიერ ჭრაკერვა/მონტაჟჩატარებული ტექსტების ნაკლებად მჯერა!

ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზ ბასილაშვილს! მისი მსოფლიო კარიერა კი იაფფასიან ფულს და პიარს დახარბებული ავანტიურისტების გამო არანაირად არ დაინგრევა!!! პ.ს.შეიძლება არც დამეწერა ამხელა პოსტი,მაგრამ თავად მაქვს გამოცდილი 2013-14 წლებში თუ რა გამანადგურებლად მწარეა პიროვნული და ნალოლიავები კარიერის დანგრევის მუქარის შემცველი გაუთავებელი შანტაჟები და ეს ფსიქოლოგიური შანტაჟები... მერწმუნონ ადამიანის უფლებადამცველები... ნებისმიერ წიხლზე და მუშტზე უფრო დიდი დანაშაულია!!!... ყოველ შემთხვევაში არანაკლები. ასე რომ, კიდევ გასარკვევია რომელი მხარეა ჭეშმარიტი ძალადობის მსხვერპლი!! და თუ ჩემი ტექსტით და ვარაუდით 360 გრადუსში შევცდები....არც ბოდიშის მოხდა გამიჭირდება!"

მამა შალვა კეკელია:

"საუკეთესო ადამიანი, პროფესიონალი სპორტსმენი, ქვეყნის საამაყო შვილი, ერთგული მეგობარი, თავმდაბალი, შრომისმოყვარე და ძალიან გულიანი ადამიანი... ნიკა შენ გვერდით ვარ... არა ძალადობას... თავი შეიკავეთ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან".

თაკო ჩხეიძე, მოდელი:

"რა საოცარი ხალხი ვართ, ჯერ ცაში აგიყვანენ, მერე ზუსტად იგივე ხალხი მიწაში ჩაგდებს. იქნებ დაველოდოთ გამოძიებას და მერე ავტეხოთ ერთი ამბავი??"

დავით ქაცარავა, მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი:

"არ მჯერა ბასილაშვილის მოძალადეობის"

ქეთევან ქარდავა, ჟურნალისტი:

"დღეს ამ ამბავმა ქართული საზოგადოება დილიდან ააღელვა, გააკვირვა, კორონა დაავიწყა, ერთმანეთს დააპირისპირა, FB კომენტარებში აჩხუბა. ნუ, ეს ახალი არ არის. ბევრს იმედი გაუცრუა და ათქმევინა, რომ ბასილაშვილს ტვ-ში აღარ ნახავს და იმ დროის დაკარგვასაც ნანობს, რაც ნიკოლოზის გულშემატკივრობაზე დახარჯა. უმრავლესობას წაკითხულის დაჯერება არ სურდა. ყველამ ინფოს მოძიება დაიწყო. ძველ სატელევიზიო ინტერვიუებში სპორტსმენის მეუღლის მიმართ დამოკიდებულებაზე გაკეთდა აქცენტი. ინტერესი დიდია და ეს გასაკვირი არაა. მოსმენილი და წაკითხული მძიმეა.

ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება, თუ სასამართლო ბასილაშვილს დანაშაულს დაუმტკიცებს.... ძალადობას გამართლება არ აქვს. ქალზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება. ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ დაისაჯოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ბასილაშვილი მოძალადე არ იყოს..."

ნოე სულაბერიძე, ტელეწამყვანი:

"ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ალბათ გახსოვთ არაერთი თემა გაგვიკეთებია კერძოდ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა იქ სადაც 126 პრიმა მუხლის საფუძველზე, სადაც უბრალო ზეპირი ბრალდებით და ყველანაირი მტკიცებულის გარეშე შეიძლება გაბრაზებულზე ,,გასროკო” მამაკაცი უფრო დაუცველი გამოდის და ქალს მეტი მანიპულირების შესაძლებლობა ეძლევა. ,,ფსიქოლოგიური ტანჯვის ქვეშ”, როგორც კანონში ფორმულირებულია ბევრ ცოლს ყავს თავის ქმარი ჩვენს გარშემო და ჩვენს რეალობაში, ცოტა გახსენდებათ? ))) წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ცოლია ამ მუხლით დასაჭერი )))

სტატუსი ზოგადია, სხვისი საქმის არ ვიცი, თუმცა მე მაპატიეთ, ასეთ მოზომილ და შინაგანი ინტელექტის მქონე ტიპზე, როგორიც ბასილაშვილია, ბრალდებას ვერ დავიჯერებ!!! ესაა ჩემი დამოკიდებულება და პასუხიც".

თეა ადეიშვილი, ჟურნალისტი:

"სანამ ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა ვრჩები ნიკას გულშემატკივრად!!! დღეს ჩემთვის პატივსაცემმა ადვოკატებმა ამ ქვეყანაში ან შანტაჟი უნდა წაახალოსონ, ან გარდამტეხი აგური დადონ ფართო წრეებში გაბატონებული საშინელი დოგმის დასამარცხებლად!!!"

ანდრია გველესიანი, მომღერალი:

"აქ ხო ყველა ყველას ცხოვრების განსჯის ექსპერტია! (თან საჯარო სივრცეში) ოხ, ეს ადამიანები... ნეტა რამდენს შეგრცხვებათ თქვენი გრძელი ენების?"

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის რაჭული არდადეგები - ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ბროწეულაში "გოგიჩას" სახელობის ქუჩა გაიხსნა - "დარწმუნებული ვარ, ახლა მამა მორიდებული უყურებს ამ საჩუქარს"

ხათუნა ჟორდანია ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ არაჩვეულებრივად გამოიყურება - "უთქვენოდ ვერ გადავლახავ ამ მძიმე ეტაპს" (ფოტოები)