ავტორი:

"მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, ციხეში არ გაგვიშვათო" - რას წერს ბაია პატარაია გორში გოგოს მოტაცების ფაქტზე

"მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, ციხეში არ გაგვიშვათო" - რას წერს ბაია პატარაია გორში გოგოს მოტაცების ფაქტზე

გორის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში 17 წლის გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს. ინფორმაცია მომხდარის შესახებ გუშინ გავრცელდა. გოგონა რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. მას მშობლები ვერ უკავშირდებოდნენ და სამართალდამცველებს სწორედ ამის შემდეგ მიმართეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია:

"გორში გოგოს გატაცების ამბავი სამწუხაროდ ისევ მანკიერად ვითარდება. მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, არ დაგვღუპოთ, ციხეში არ გაგვიშვათო. ნებისმიერი არასრულწლოვანისთვის საკითხის ისე დაყენება, რომ თითქოს მისი გადასაწყვეტია, ვინ წავა ციხეში და ვინ არა - არის დანაშაული ამ ბავშვის წინაშე. ჯერ ხომ მოტაცებისაგან ვერ იცავს სახელმწიფო გოგოებს და გატაცებულებს ვერ/არ პოულობს დღეების განმავლობაში;

და მერე კიდევ არაადამიანურად ექცევიან ამ გატანჯულ ბავშვებს, კისერზე ჰკიდებენ რა ვიღაც მოძალადის დაპატიმრების გადაწყვეტილებას. სულ ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, ამ ქვეყანაში ძალადობის წინაარმდეგ მებრძოლი ქალები ექვემდებარებიან საშინელ საზოგადოებრივ წნეხს და მოწმეზე ზეწოლას, რაც ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ სახელმწიფო ასე არ უყურებს - არ იცავს მოწმეებს, დაზარალებულებს და მათ ოჯახებს და პასიურად ელოდება, ვინ გატყდება პირველი; და ამის მიხედვით აწყობენ შემდეგ სისხლის სამართლის საქმეს. ეს არის სახელმწიფოს უდიდესი დანაშაული გატაცებული გოგოების წინაშე" - წერს ბაია პატარაია.

"ჯადო აქვთ გაკეთებული - ძლივს ვაქცინა "დაითრიეს" და ევროპის 9 ქვეყანამ შეაჩერა ამ ვაქცინის გამოყენება" - რას წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუქზე"?

"მიშა აფინანსებს ტვ "პირველსო", სათნო სახით ამტკიცებს "ოცნების" თავმჯდომარე, თან მეცინება და თან ვბრაზობ" - გრიგოლია კობახიძეს პასუხობს

დღის ფოტო: გმირი მაშველები, რომლებმაც გომისმთაზე ჩარჩენილი მოქალაქეები გადაარჩინეს