ავტორი:

რომელი გავლენიანი გამოცემები წერენ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - ქართველი ჩოგბურთელის საქმე უცხოური მედიის განხილვის თემაა

რომელი გავლენიანი გამოცემები წერენ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - ქართველი ჩოგბურთელის საქმე უცხოური მედიის განხილვის თემაა

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს უცხოურ მედიაში აქტიურად აშუქებენ. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობაშია ბრალდებული, გავლენიანი გამოცემები ავრცელებენ,

"ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს", - ასეთი სათაურით გამოაქვეყნეს სტატიები შემდეგმა გამოცემებმა: The Guardian, The Sun, France 24, Daily Mail და სხვ.

"გარდიანი" წერს, რომ ჩოგბურთელი ოჯახური ძალადობის ბრალდებით, დედაქალაქ თბილისში დააკავეს.

"ბასილაშვილს, რომელიც ATP-ს რეიტინგში 27-ე ადგილს იკავებს, ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროკაშვილზე ძალადობა ედება ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 100 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. წინასასამართლო სხდომა კი 16 ივლისსაა ჩანიშნული“, - წერს გამოცემა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ბრალდებას უარყოფს.

"გარდიანი" წერს. რომ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელია, რომელმაც სამჯერ მოიგო ATP 500-ის ტიტული და კარიერის განმავლობაში 5 479 761 დოლარი გამოიმუშავა. კარიერაში უმაღლეს მაჩვენებელს 2019 წლის 16 მაისს მიაღწია. ბასილაშვილი 2013 წელს დაქორწინდა ნეკა დოროყაშვილზე და წყვილს 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

სტატიაში მოყვანილია საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ფედერაცია გმობს ყველანაირ ძალადობას.

იგივე შინაარსის სტატიებია დღეს ზემოთ აღნიშნული გამოცემების განხილვის თემა.

ბასილაშვილის საქმეს ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან ჩოგბურთის ავტორიტეტული ორგანიზაციები.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც ახლა სამართლებრივ დავაშია, 2019 წელს, 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა. ნეკა დოროყაშვილს და ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთი ვაჟი ჰყავთ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ბასილაშვილი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 16 ივლისსაა ჩანიშნული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს