გემრიელ და სურნელოვან ნესვს სასარგებლო და უსაფრთხო კოსმეტიკური თვისებებიც გააჩნია:
ნიღაბი ცხიმიანი კანისათვის: 2-3 სუფრის კოვზ ფაფადქცეულ ნესვის რბილობს დაუმატეთ კარგად ათქვეფილი ერთი კვერცხის ცილა და ერთი სუფრის კოვზი უცხიმო არაჟანი. სახე და ყელი ნესვის წვენში დასველებული ტამპონით გაიწმინდეთ. ნიღაბი სახესა და ყელზე 15-20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
მშრალი კანისათვის გამოდგება ნარევი, რომელიც მზადდება თანაბარი რაოდენობის ნესვის წვენის, ძროხის რძისა და მინერალური წყლისგან.
მატონიზებელი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის ასე მზადდება: ნახევარი ჭიქა თბილი, სქელი მანანის ფაფა, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ორი კვერცხის გული, ორი ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე ზეითუნის ზეთი ორ სუფრის კოვზ ნესვის წვენთან ერთად კარგად ათქვიფეთ. კრემის კონსისტენციას რომ მიიღებთ, ნარევი სახეზე, ყელსა და დეკოლტეს მიდამოებში 20-30 წუთით დაიდეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)