ავტორი:

1-ელი ივნისიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები გაიხსნება

1-ელი ივნისიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები გაიხსნება

"ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს" - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, არსებული სიტუაცია იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო შემსუბუქდეს არსებული შეზღუდვები. შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, მიღებულია შემდგომი შემსუბუქებების გადაწყვეტილება.

1-ელი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის სავაჭრო მოლები. პრემიერის თქმით, 1-ელი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

უფრო კონკრეტულად:

  • 29 მაისიდან აღდგება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება
  • პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ბაზრობები და ღია სივრცის რესტორნები
  • 8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება გაიხსნება
  • 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროები, რომელთაც ექნებათ შესაბამისი რეკომენდაციები გათვალისწინებული
  • 8 იცნისიდან ამოძრავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების "პლაქვენილით" მკურნალობას დროებით წყვეტს

"დავუშვი უნებლიე შეცდომა..." - როგორ განმარტავს თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, რომ საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს

"მარშუტკებში" ფეხზე დგომა და კონდიცირების ჩართვა იკრძალება - "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს