ავტორი:

რუსეთში "ყველაზე ლამაზი პოლიციელი ქალი" გამოავლინეს - "მის პოლიციელს" სოციალურ ქსელებში დასცინიან

რუსეთში "ყველაზე ლამაზი პოლიციელი ქალი" გამოავლინეს - "მის პოლიციელს" სოციალურ ქსელებში დასცინიან

რუსეთში, კურსკში, ქალაქის "ყველაზე ლამაზი პოლიციელი" გამოავლინეს. კონკურსში, რომელიც მარტში ჩატარდა, პოლიციის ოფიცერმა ირინა ხოდირევსკაიამ გაიმარჯვა.

გამარჯვებული და სილამაზის კონკურსის კიდევ 9 მონაწილე პოდიუმზე გამოვიდნენ, ასევე ერთმანეთს შეეჯიბრნენ კულინარიაში, იარაღის სროლასა და სხვა საბრძოლო ხელოვნებაში.

როგორც გამოცემა lenta.ru წერს, გამარჯვებულს სოციალურ ქსელებში გარეგნობის გამო დასცინეს. საზოგადოების დიდი ნაწილი კონკურსის შედეგებს არ დაეთანხმა და ჟიური გააკრიტიკა.

ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ გოგონას მამა გენერალია და მან სწორედ ამიტომ გაიმარჯვა,

კრიტიკოსებთან ერთად, გამარჯვებულ პოლიციელს დამცველიც ბევრი გამოუჩნდა. ისინი ხოდირევსკაიას იცავენ და აღნიშნავენ, რომ კონკურსი ფიზიკურ მომზადებასაც და სროლის ტესტსაც ითვალისწინებდა, ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს მისი გამარჯვება.

"არავის უხსენებია, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა" - ტრაგიკულად გარდაცვლილი მოსწავლის კლასელები განცხადებას ავრცელებენ

ახალგაზრდა ქართველმა ქალმა რომის ცენტრში ბინის აივანზე ბაღ-ბოსტანი მოაწყო

LOL SURPRISE - სათამაშოები, რომლებიც ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში