ავტორი:

შავკანიანი მამაკაცი, რომელსაც პოლიციელმა ყელზე მუხლი დააჭირა, გარდაიცვალა - შემზარავ კადრებს აშშ-ში მძაფრი პროტესტი მოჰყვა

შავკანიანი მამაკაცი, რომელსაც პოლიციელმა ყელზე მუხლი დააჭირა, გარდაიცვალა - შემზარავ კადრებს აშშ-ში მძაფრი პროტესტი მოჰყვა

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალებას საზოგადოების მძაფრი პროტესტი მოჰყვა. საქმე ისაა, რომ მამაკაცის გარდაცვალებაში ხალხი პოლიციას ადანაშაულებს.

პროტესტი გარდაცვლილი 46 წლის მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის ვიდეოს გავრცელებას მოჰყვა. ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი პოლიციელს, რომელსაც მის კისერხე ფეხი აქვს დაჭერილი, ეუბნება, რომ სუნთქვა არ შეუძლია და ეხვეწება, რომ გაუშვას.

შემზარავი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა

მომხდარის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლიციის 4 ოფიცერი.

ამბავი ასეთია, პოლიციელებს ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფლოიდი ყალბ ფულს იყენებდა. ოფიციალური განცხადების თანახმად, სამართალდამცველები მის მანქანასთან მივიდნენ და ჯორჯს მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს, ამ უკანასკნელმა კი პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია.

გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს თუ როგორ დაიწყო დაპირისპირება პოლიციელებსა და ჯორჯ ფლოიდს შორის. მასში ჩანს, რომ პოლიციელს თავისი მუხლი მჭიდროდ აქვს დაჭერილი ფლოიდის კისერზე. ფლოიდი კი ეხვეწება მას - "გთხოვთ, ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ.“

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/7wdHquFuDt8" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

შემდეგ ის მოძრაობას წყვეტს, მოდის სასწრაფო და მიჰყავს. როგორც BBC წერს, მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარს საზოგადოების მხრიდან მძაფრი პროტესტი მოჰყვა, ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. BBC-ის ცნობით, აქციის ორგანიზატორები ცდილობდნენ, რომ პროტესტის მშვიდობიანი ფორმა შეენარჩუნებინათ და ასევე კორონავირუსის საფრთხის გამო დაეცვათ სოციალური დისტანცია. მათი მთავარი სლოგანი და შეძახილები ასეთი იყო: "ვერ ვსუნთქავ“, "ის შეიძლება მე ვიყავი“, "შეწყვიტეთ შავკანიანების მოკვლა".

"მაშინებს პანდემიის დროს ქუჩაში გამოსვლა, მაგრამ როგორ მოვიქცე?!“ - ამბობს Washington Post-სთან აქციის მონაწილე ანიტა მიურეი.

მოგვიანებით მათ პოლიციის შენობას ქვები ესროლეს, ხოლო სამართალდამცველთა მანქანები გრაფიტით შეღებეს, რასაც პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი აირის გამოყენება მოჰყვა.

"ეს არის ნამდვილი სიმახინჯე და პოლიციელებმა უნდა გაიგონ, რომ ასეთი კლიმატი თვითონ შექმნეს“, - ამბობს აქციის ერთ ერთი მონაწილე CBS-თან.

"ყოველივე ის, რაც ბელარუსს ეხება და მინსკში ხდება, მოსკოვის ინტერესშია და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარეობს" - ბელარუსი პოლიტოლოგი

კალიფორნიაში, "სიკვდილის ველზე"  54.4 °C  დაფიქსირდა - შესაძლოა, დედამიწაზე ბოლო 90 წელიწადში ეს ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყოს

ასობით ათასი დემონსტრანტი, გაძევებული ოპოზიციის ლიდერი და ლუკაშენკო, რომელიც თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს -  ბელარუსში პროტესტი არ წყდება