ავტორი:

ProductTank 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

ProductTank 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

გლობალური შეხვედრების სერია პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ - ProductTank – 27 მაისს, მსოფლიო პროდუქტის დღის ფარგლებში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

Tbilisi Startup Bureau-ს თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი გური ქოიავა: „ჩვენი გუნდი უკვე წელიწადზე მეტია აქტიურადაა ჩართული პროდუქტ მოძრაობაში და სისტემატიურად უწევს ორგანიზებას ProductTank Tbilisi-ის შეხვედრებს. მსოფლიო პროდუქტის დღის აღნიშვნას თავისთავად ProductTank Tbilisi-ის გუნდიც უერთდება და ამჯერად, რეგულარული ღონისძიების ნაცვლად სრულმასშტაბიან პროდუქტ კონფერენციას გვთავაზობს. 200 ქვეყნიდან ProductTank Tbilisi | World Product Day უმასპინძლებს ყველაზე ხანგრძლივ E-კონფერენციას, გვეყოლება 20-ზე მეტი სპიკერი და საერთაშორისო აუდიტორია.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საუბრები, პანელური დისკუსიები და სემინარები, დასწრება კი თავისუფალია ყველა მსურველისთვის.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ღონისძიება ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. ვირტუალური ადგილის დასაჯავშნად საჭიროა წინასწარი რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/270600234

წარმოგიდგენთ ProductTank Tbilisi-ის 27 მაისის ღონისძიების არასრულ პროგრამასა და მოხსენებლებს:

გახსნითი ცერემონია: გიორგი ბაძაღუა და ჰაიკ ასრიანცი, თანაორგანიზატორები, ProductTank Tbilisi

ქეთევან ჩაჩავა, “მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის” (World Movement for Democracy) მმართველი კომიტეტის წევრი, სექტორი 3 • Sector 3-ის თავმჯდომარე; დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი

კრეატივი პროდუქტ მენეჯმენტში:

ბრიტა ულრიხი, მომხმარებელთა ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელი XING-ში

ვორქშოფი: ვიზუალური ფიქრი პროდუქტ ხალხისთცის vizworks.de-ის წარმომადგენელ ბრიტა ულრიხთან ერთად

ქართული პროდუქტების დემონსტრაცია: დავით ხოსროშვილი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, WiFisher გიორგი კეკელიძე, დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, Ur app Scrollex დაჩი გუბაძე, თანადამფუძნებელი და ოპერაციების მართვის ხელმძღვანელი, Stack გაბრიელ მელივა, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, kvalifika ზურა ჯიშკარიანი, თანადამფუძნებელი, Anima Chatbotics

პანელური დისკუსია: ქართული პროდუქტების გამოწვევები და შესაძლებლობები დავით ხოსროშვილი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, WiFisher

ფინტექ პროდუქტები: გიორგი ვაშაკიძე, ციფრული ბანკინგის პროდუქტების სპეციალისტი თემა: პანდემიის ანარეკლი ციფრული ბანკინგის სერვისებზე საქართველოში კობა ქურდაძე, დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, UniPAY თემა: ელექტრონული ვაჭრობის ტრანსფორმაცია და გადახდის გზების განახლება ქეთი მეფარიშვილი, აზიის რეგიონალური მენეჯერი, TWINO თემა: Crowdlending-ის პროდუქტთა გიდი ლაშა ანთაძე, დამფუძნებელი, Shelf Network თემა: Rajdeba.ge - მონაცემებზე დაყრდნობით პასუხი მომხმარებლებს

პანელური დისკუსია: ბანკები და ფინტექი - კონკურენტები თუ პარტნიორები? მოდერატორი: დევიდ ბირმანი, დამფუძნებელი და თავმჯდომარე, UX Professionals Association of Georgia

UX და მომხმარებელთა კვლევა: მარია ჯაარატსი, პროდუქტ მკვლევარი, Pipedrive თემა: უცნობი რაიონის ნავიგაცია: მომხმარებელთა კვლევა ციფრულ პროდუქტებში გლობალური პანდემიის განმავლობაში ნატა კოსტენკო, UX მკვლევარი, Slide Journey თემა: 3 გადამწყვეტი ნაბიჯი კვლევის ანალიზის პოპულარიზაციისა და ჯგუფური შესყიდვებისთვის დიმიტრი ანდრონოვი, UX და პროდუქტ დიზაინის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი, TOPOS თემა: UX, როგორც ბიზნეს საჭიროებების თავმოყრის პროცესის ნაწილი კორპორაციებისთვის

პანელური დისკუსია: გადაუდებელი გამოცდილება -გამოწვევები თუ შესაძლებლობები? მოდერატორი: დევიდ ბირმანი, დამფუძნებელი და თავმჯდომარე, UX Professionals Association of Georgia

კრეატივი პროდუქტ მენეჯმენტში: დენის იაკობსი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, The Creative Dose Interactive keynote: Banish Your Inner Critic v2.0

თამაშები და პროდუქტების გემიფიკაცია კალევ კარპუკი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, Adact თემა: „თაობის გაძღოლა პროდუქტების გემიფიკაციის გზით“ მაშო მარგიშვილი, პროდუქტ დიზაინერი, არტისტი, Masholand თემა: „სერიოზული“ აპლიკაციების გემიფიკაცია გრიგოლ სამხარაძე, თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი, Sambrela თემა: „თამაშების შემუშავების პროტოტიპირება“.

დაჩი ჯანელიძე, დამფუძნებელი და CEO, Black Room Games, მკვლევარი Sector 3.

თემა: „გემიფიკაცია Covid-19-ის წინააღმდეგ“.

ProductTank Tbilisi - World Product Day 2020-ის ორგანიზატორია Tbilisi Startup Bureau, ივენთის მთავარი მხარდამჭერია სექტორი 3 • Sector 3-ი და Prodemos • პროდემოსი.

ივენთის პარტნიორები არიან Giffer, UniPAY, WiFisher.com, Wolt და workfromgeorgia.

ივენთის მუსიკის პარტნიორია ელექტრონული მუსიკის სკოლა 303 Hz.

მედია პარტნიორები: Forbes Georgia, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და Marketer.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.

რუსეთში "ყველაზე ლამაზი პოლიციელი ქალი" გამოავლინეს - "მის პოლიციელს" სოციალურ ქსელებში დასცინიან

დიდი პაუზის შემდეგ „წიგნების თარო“ ახალი ვირტუალური თამაშით წინასაეთეროდ გვამზადებს!

ქალებისა და კაცების ექსკლუზიური ჰოროსკოპი - გაიგეთ, ვის რა გელით ივნისში