ავტორი:

ანუკი არეშიძე "მწვანე ზონაში", ვარსკვლავური შეკრება წყნეთში... - რა გააკეთეს ცნობილმა ქართველებმა კარანტინის დასრულების შემდეგ

ანუკი არეშიძე "მწვანე ზონაში", ვარსკვლავური შეკრება წყნეთში... - რა გააკეთეს ცნობილმა ქართველებმა კარანტინის დასრულების შემდეგ

საქართველოში ორთვიანი კარანტინის პერიოდი დასრულდა და ადამიანები შეცვლილი ცხოვრებით დაუბრუნდნენ ყოველდღიურობას. ვარსკვლავებმა, რომლებიც ორი თვის მანძილზე სახლში იყვნენ გამოკეტილები, ერთმანეთის სანახავად მოიცალეს და ზოგმა ქალაქგარეთ ექსკურსიაც კი დაგეგმა.

გადავავლოთ თვალი, რა გააკეთეს ქართველმა ვარსკვლავებმა კარანტინის შემდეგ:

ანუკი არეშიძემ შვილებთან ერთად მწვანე ზონას, კახეთს მიაშურა და ლაგოდეხის ნაკრძალი მოინახულა.

ახალგათხოვილი მაკა ზამბახიძე ქმრის მშობლიური კახეთიდან დაბრუნდა და წყნეთის სახლში მწვადზე ლელა წურწუმია, მამულიჩა და კიდევ რამდენიმე მეგობარი დაპატიჟა.

ლიზა ყენიამ რუჯის მისაღებად ბათუმს მიაშურა და პლაჟიდან სექსუალური ფოტოები გამოაქვეყნა.

ნინო ჩხეიძე ბუნებაში მეგობრებთან ერთად გავიდა და ხაჭაპური და მარწყვის ტორტი მიირთვა, თუმცა დააანონსა, რომ კარანტინის დასრულების შემდეგ ისევ დიეტას იწყებს.

გოგოლა კალანდაძემ ვარცხნილობა ისე შეიცვლა, რომ მისი ცნობა მეგორებსაც კი გაუჭირდათ. ნუკი კოშკელიშვილი უბრალოდ, ადგა, წავიდა სალონში და წამწამები დაიგრძელა.

ლალი მოროშკინამ კარანტინის პერიოდი კახეთში, მწვნე ზონაში გაატარა. ყოფილ ჟურნალისტსა და მწერალს სიღნაღში საკუთარი სასტუმრო აქვს, კარანტინის დასრულების შემდეგ სწორედ კახეთში მიიწვია უახლოესი მეგობრები და მათთან ერთად მოილხინა.

"ავარიის დღე არ ახსოვს... კომის შემდეგ, რაღაც პერიოდი ამოვარდნილი აქვს" - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელმაც დიდ განსაცდელს გაუძლო

"ძალიან ცუდად ვარ ჩემი საქმის გარეშე... ლილოს ბაზრობაც კი გაიხსნა, ხელოვნება არ უნდა დაიჩაგროს" - რა მიმართვას ავრცელებს ლელა წურწუმია

"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"