ავტორი:

"მერაბიშვილმა მინისტრობის დროს მესხეთ-ჯავახეთში ტყე არ დატოვა... მარტო რუსებმა გააფუჭეს როცა დაწვეს?" - რას ამბობს მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყეების გადაცემაზე

"მერაბიშვილმა მინისტრობის დროს მესხეთ-ჯავახეთში ტყე არ დატოვა... მარტო რუსებმა გააფუჭეს როცა დაწვეს?" - რას ამბობს მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყეების გადაცემაზე

ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა პასუხი გასცა ჟურნალისტების კითხვას, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ ტყის კოდექსთან დაკავშირებით, რომლის თანახმად ეკლესიას მიმდებარე ტყის ფართობის საკუთრებაში მიღება შეუძლია.

მან სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ტყეებს კურირებდა, ჭრიდა და ყიდდა:

"მიწებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ტყეების გადაცემაზე... მერაბიშვილი რომ შს მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? ჩადით ბორჯომში, მანახეთ თუ არის დარჩენილი პირველადი ტყეები, ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი არ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს, როცა დაწვეს? უარესი აოხრება პირადად მაგან გააკეთა. ეგ ლობირებდა... ყველაფერი გინდათ მალაპარაკოთ?

ერთ რამეს გეტყვით, ჩინელებს რომ 49 წლით გადასცეს და გაგვიჩეხეს მთლიანად ტყეები, რომელიმეს გქონდათ პროტესტი? რა სარგებელი ნახა აქედან საქართველომ? ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა, ხომ? ძველად იყო, შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი და ვისზეც გაქვთ პასუხი მოსათხოვი, იმას მოსთხოვეთ! ეკლესიამ ვის რა მიჰყიდა?

VIDEO: "რუსებზე მეტად მაგან ააოხრა ტყეები, ყველაფერი გინდათ ამალაპარაკოთ?" - მეუფე იაკობი ვანო მერაბიშვილზე

კანონი მიიღეს ზოგადად ტყის მართვაზე და ეკლესიაზეცაა იქ მუხლი. თუ შეიძლება უცხოეთიდან ჩამოსულ, შაჰ აბასის შვილთაშვილს მიჰყიდო, რატომ არ შეიძლება ეკლესიას მიჰყიდო, რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს დაუბრუნოს სახელმწიფოს?

კანონი კანონია, ვინც მიიღო იმას მოკითხეთ თუ არ მოგწონთ" - განუცხადა ჟურნალისტებს ბოდბელმა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მესამე მოსმენით დაამტკიცა (79 მომხრე) „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

საქართველოში წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"სხვები ჩემზე გაცილებით დიდები არიან, მაგრამ აქამდე სულ პატარები იმარჯვებდნენ" - რა გეგმები აქვს 18 წლის ლიკა ესაიაშვილს "მასტერშეფში"

"სამარშრუტო ტაქსებში არაერთხელ ვნახე ფეხზე მდგომი მგზავრები, ეს დანაშაულია" - მევლუდ მელაძე ტრანსპორტში არსებულ ვითარებაზე