ავტორი:

ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ

ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ. ამის შესაძლებლობაზე ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.

"ნამდვილად განიხილება მისი დაკითხვის საკითხი. ზუსტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვისთვისაც გარკვეული ფაქტებია ცნობილი.

მაგალითად, ამერიკის ღია პირველობაზე, როდესაც ქალბატონი ნეკა ჩავიდა და გარკვეული ინციდენტი მოხდა. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. სხვა ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპისთვის" - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატის ინფორმაციით, ნოვაკ ჯოკოვიჩი ნიკოლოზ ბასილაშვილს ესაუბრა და სერბმა ჩოგბურთელმა ქართველ კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა.

მამაკაცთა შორის მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი და მსოფლიოს 27-ე ჩოგნად განთესილი ჩოგბურთელები ერთმანეთს 2019 წელს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში შეხვდნენ. საქართველოს პირველი ჩოგანი დაპირისპირებაში დამარცხდა, თუმცა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელისგან კარგი შეფასება დაიმსახურა:

"ბასილაშვილმა მატჩის დასაწყისიდანვე ძალიან ძლიერად ითამაშა. ამას მოველოდი. ბოლო 10 თვის განმავლობაში ის შესაძლოა კარიერის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ნიკა ჩოგბურთში ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დიდებული დარტყმის მქონე ჩოგბურთელია" - თქვა 31 წლის ჯოკოვიჩმა ქართველის დამარცხების შემდეგ.

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა - რა ინფორმაციას ავრცელებს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

პირბადის გარეშე მოძრაობა, 50 ლარის ნაცვლად, შესაძლოა 20-30 ლარით დაჯარიმდეს

"მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გავატარე... ძალიან მრცხვენია" - რაზე ისაუბრა პროცესზე მამაკაცმა, რომელიც ვარკეთილში უმისამართო სროლის შემდეგ დააკავეს