ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 746 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 576 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან. ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს.

ავარიას თბილისში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან დაფიქსირდა

ჩოხატაურის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა