ავტორი:

როგორ ცხოვრობენ მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი და რძალი - საინტერესო დეტალები ედუარდსა და ადინაზე, რომელიც ძალიან ჰგავს დედამთილს

როგორ ცხოვრობენ მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი და რძალი - საინტერესო დეტალები ედუარდსა და ადინაზე, რომელიც ძალიან ჰგავს დედამთილს

მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი ედუარდი მაშინ დაიბადა, როდესაც მამამისი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მინისტრის პოსტს იკავებდა. მაშინ ამბობდნენ, რომ სააკაშვილმა შვილს სახელი მაშინდელი პრეზიდენტის პატივსაცემად დაარქვა. თუმცა გაირკვა, რომ სანდრა რულოვსის მამასაც ედუარდი ერქვა და პოლიტიკოსმა სწორედ სიმამრის პატივსაცემად შეურჩია შვილს სახელი.

ედუარდ სააკაშვილს საქართველოში მარტივი ცხოვრება არ ჰქონია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მამის პოპულარობამ ცოტა ხანს გასტანა და მას შემდეგ მუდმივად კრიტიკის ობიექტი იყო ოჯახი. ამბობდნენ, რომ ამას მესამე პრეზიდენტის უფროსი ვაჟი ძალიან განიცდიდა, მაგრამ მშობლები მუდმივად ცდილობდნენ, რომ შვილი საჯაროობისთვის აერიდებინათ და მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე იდგა მათ გვერდით.

საქართველოში სკოლის დამთავრების შემდეგ, ედუარდმა ქვეყანა დატოვა და სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრა. 2018 წელს ექსპრეზიდენტის ოფიციალური "ფეისბუქის" გვერდიდან ცნობილი გახდა, რომ ედუარდი დაქორწინდა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა ადინა სპერტუს მელპუსია.

მაშინ ყოფილმა პრეზიდენტმა რძლის შესახებ მოკლედ ისაუბრა:

"ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის, ედუარდის ქორწილს. გუშინდელივით მახსოვს, მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ-იორკში, როგორი იყო სტუდენტური ცხოვრება... რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩამოვედით და განწყობა მაქვს ძალიან კარგი...

კარგი გოგოა, რა მნიშვნელობა აქვს ებრაული წარმოშობისაა თუ არა. ძალიან კარგია, რომ ებრაული წარმოშობისაა, ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც - ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც მთავარია, ძალიან თბილი ოჯახია და მეგობრული ხალხია", - ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა.

ედუარდ სააკაშვილს საკუთარი ვებ-გვერდი აქვს, სადაც მის შესახებ მცირე ინფორმაციის გაცნობაა შესაძლებელი. მან უმაღლესი განათლება უკვე მიიღო და მედიის მიმართულებით მუშაობს.

"მე ვარ ედუარდ სააკაშვილი, ჟურნალისტი და აუდიო პროდიუსერი. ვმუშაობდი Coda Story-ში ასოცირებულ რედაქტორად, პროდიუსერად NPR-სა და WAMU’s 1A-ში, ასევე ვმუშაობდი Planet Money-ში და WHYY-ში. 2017 წელს დავამთავრე სვარტმორის კოლეჯი, სადაც ვისწავლე კინოსა და მედიის საკითხები“, - წერს ედუარდ სააკაშვილი.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ადინა სპერტუს მელპუსს, მის შესახებ ინფორმაცია AMBEBI.GE-მ სოციალურ ქსელ Linkedin-ზე მოიპოვა. როგორც ადინას ანგარიშიდან ირკვევა, 2019 წლის ზაფხულში ის თბილისში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში მუშაობდა.

ადინას სამუშაო გამოცდილებაში მითითებული აქვს, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაცია Caucasus Environmental NGO Network-სთვის მუშაობდა 2019 წლის ივნისსა და აგვისტოში. ამ პერიოდში სამუშაო ადგილად საქართველო, თბილისი აქვს მითითებული. მისი საქმიანობა ეხებოდა სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის კუთხით.

მზია წერეთელი, სანდრა რულოვსი, გიული ალასანია ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები და ადინა სპერტუს მელპუსი, 2016 წელი

აღსანიშნავია რომ, ადინა როგორც გარეგნულად, ისე ინტერესებით ძალიან ჰგავს დედამთილს, სანდრა რულოვსს. მასაც ყოფილი პირველი ლედის მსგავსად, ჯანდაცვის სფერო აინტერესებს. მის სამუშაო გამოცდილებაში ბევრი სხვადასხვა კომპანიაა და საქმიანობს ჯანდაცვისა და კლიმატის მიმართულებით. სხვადასხვა კომპანიებში ადინა მუშაობდა მრჩევლად, კონსულტანტად და მკვლევრად. ძირითადად, სამუშაო ადგილი აშშ-ია.

რაც შეეხება მის განათლებას, 2016 წელს კეიპტაუნის უნივერსიტეტში გარემოსა და გეოგრაფიის მეცნიერებებს სწავლობდა. 2013-2017 წლებში სვარტმორის კოლეჯში, სადაც გაიცნო კიდეც ედუარდ სააკაშვილი.

ადინა სპერტუს მელპუსმა 2019 წელს სწავლა დაიწყო Hartie School of Governance-ში და 2021 წელს სახელმწიფო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხ მიიღებს.

"ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, არც ლაპარაკობს, თუმცა..." - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

"კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება" - სახალხო დამცველი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

"სასწაული ხდება აქ, პოლიცია არიგებს პირბადეებს და მერია არიგებს წყალს..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი აქციიდან