"გავფრინდით ვიქენდზე ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის, ედვარდის ქორწილში…" - მიხეილ სააკაშვილი ვაჟის ქორწილის ფოტოს აქვეყნებს

"გავფრინდით ვიქენდზე ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის, ედვარდის ქორწილში…" - მიხეილ სააკაშვილი ვაჟის ქორწილის ფოტოს აქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვაჟის ქორწილის ფოტოს აქვეყნებს.

"გავფრინდით ვიქენდზე ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის, ედვარდის ქორწილში…

ედვარდი რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობს და თანამშრომლობს BBC-ის "National Public Radio"-სთან. ის დაქორწინდა თავის სვარტმორის (პენსილვანია) კოლეჯელ შეყვარებულზე ადინე მელვუს-პეტრუსზე. ადინა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს.

როგორ ჩქარა მიქრის დრო... თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიდექით ჩვენ ჯვრისწერაზე ამერიკაში (არადა, ეს იყო დიდი ხნის წინ, 1993 წელს)", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ედუარდ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ იქორწინა. ნახეთ ასევე: ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა - რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი ებრაული წარმოშობის რძლისა და მისი ოჯახის შესახებ?

დღის ფოტო - გახარებული ექთნები და ბედნიერი 2 წლის ანდრია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"მე, მეუღლე და შვილები დაავადებული ვიყავით COVID19-ით, ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ" - ქართული ოჯახი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"მათ ყველგან შეხვდებით... ჩუმად, შეუმჩნევლად შრომობენ" - ადამიანები, რომლებიც მწვანე თბილისს ქმნიან (ფოტო)