ავტორი:

რა ხდებოდა თბილისის მეტროში, რომელმაც ორთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა დღეს განაახლა

რა ხდებოდა თბილისის მეტროში, რომელმაც ორთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა დღეს განაახლა

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დღეს დილიდან განაახლა. მათ შორის მუშაობს თბილისის მეტროც.

ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, 31 მარტს აირძალა.

ტრანსპორტში სავალდებულოა, მგზავრობის დროს პირბადის ტარება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ვირუსის გავრცელებისთვის ეს ერთ-ერთი საფრთხეა. ამასთან, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება.

მეტროში მოქალაქეები იცავენ პირბადის ქონის წესს, თუმცა დისტანცია დაცული არ არის, განსხვავებით ავტობუსებისა, სადაც მგზავრები ერთმანეთისგან მოშორებით სხდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტროში, რომელიც დღის განმავლობაში ყველაზე მეტად დატვირთული ტრანსპორტია, დღეს შედარებით მგზავრების სიმცირე შეინიშნებოდა.

ფოტო: ანა მარშანია, გიორგი ნიკოლიშვილი, გიორგი ჟამერაშვილი

"საბურთალოს კლასტერს" 8 ახალი პაციენტი დაემატა

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა საქართველოში - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

"არსებობს კანონი, მორალი... არა მგონია, რომელიმე გაძლევდეთ უფლებას მოზარდს  ნაბ....რი ეძახოთ" - რას წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ძაღლის წამების ვიდეოზე