ავტორი:

როგორ გამოიყურება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქცია 12 მილიონი დაჯდა

როგორ გამოიყურება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქცია 12 მილიონი დაჯდა

თუ ოდესმე ვინმეს სამეგრელოსკენ გაუწია გული, აუცილებლად დააინტერესებდა ისტორიული ბოტანიკური ბაღი, რომლის ეზოშიც დადიანების საგვარეულო ისტორიული სასახლე და ეკლესია მდებარეობს. თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

სხვადასხვა ხელისუფლება 25 ჰექტარზე განთავსებულ ბაღში ჩასატარებელი სამუშაოების აუცილებლობაზე საუბრობდა, თუმცა წლების განმავლობაში ქალაქისა და ქვეყნის საგანძური ძარცვის, ყაჩაღობისა და კრიმინალური გარჩევების ბუდე იყო. ალბათ ამიტომაც რესტავრირებული ბაღის ნახვა შესასვლელიდანვე ძალიან ემოციური იყო ჩემთვის.

ცუდი ამინდის მიუხედავად, ძალზე გემოვნებით შესრულებულ სარეაბლიტიციო სამუშაოებს, რომელიც ბუნებრივ სილამაზეს ჰარმონიულად აგვირგვინებს, უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა. ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. ამასთან, 300 ძირი ახალი მცენარე დარგეს, მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ხელოვნურ ტბას, ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეასაც...

ახლახან ბაღს ფარშავანგებიც აჩუქეს. ამ სახეობის ფრინველი წლების განმავლობაში ალამაზებდა ოქაურობას, ისევე როგორც გედები, რომლებიც ხელოვნურ ტბაში ბინადრობდნენ, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ისინი 90-იანი წლებში შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა დახოცეს.

სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი კი, მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა და მისი ღირებულება 12 მილიონი ლარია. ადგილობრივებისა და დამთვალიერებლების თქმით, ახლა მთავარია, მისი მოვლა და შესრულებული სამუშაოების შენარჩუნება.

“არც ისე დიდი ხნის წინ, ქუჩებიც გარემონტდა, მის ხარისხზე არ ვდაობთ, მაგრამ თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე წაშლილია ზებრა გადასასვლელები და თუ ადამიანმა ზეპირად არ იცის, სად არის ქვეითთა გადასასვლელი, ვერც მიაგნებს. იმედია, რეკონსტრუირებული ბაღის მონიტორინგი მოხდება" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ბაღის მოკლე ისტორია

ბაღი ეკატერინე ჭავჭავაძემ XIX საუკუნეში გააშენა. იონა მეუნარგიას, რაფიელ ერისთავისა და სხვების ცნობით, 1840 წელს, როდესაც დავით დადიანს მამამისის, სამეგრელოს მთავრის ლევან V-გან მმართველობა გადაეცა, მან დეკორატიული ბაღის განაშენიანებაც დაიწყო. შემოღობა სასახლის გარშემო მდებარე ტყის ნაწილი და საჭირო სამეურნეო სამუშაოები თავის მეუღლეს, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს ჩააბარა.

მალე იმ ადგილას ეგზოტიკური მცენარეებით მდიდარი ბაღი შექმნა. ეკატერინე ჭავჭავაძემ იტალიის ქალაქ ტრიესტიდან მებაღე ჟოზეფ ბაბინი მოიწვია, რომელმაც ბაღის ძირითად იერსახეზე იზრუნა, მანვე შექმნა ხელოვნური ტბა კუნძულით, გააშენა ბზების ხეივნები...

1853-1856 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, ბაღი მთლიანდ გაჩანაგდა. ისტორიული ცნობების თანახმად "1856 წელს მეგრელთა მიერ შევიწროებული ერთ-ერთი გარნიზონის უფროსი ისქანდერ-ფაშას ბრძანებით ძირიანად ამოთხარეს და გაანადგურეს ბაღი".

თუმცა, ოსმალეთთან დადებული ზავის შემდეგ, ეკატერინემ კვლავ აღადგინა იქაურობა. 1896 წელს, იტალიის ქალაქ ვარეზედან მებაღე-დეკორატორები, ძმები გაეტანი და ჯოვანო ზამბერლეტები მოიწვიეს, რომლებმაც ბაღს ახალი სული შთაბერეს.

"თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება" - მეუფე იაკობი

"გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინო...ატყდა ერთი ამბავი" - მეუფე იაკობი ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შესახებ

არსებული ინფორმაციით, გუმათში, მდინარე რიონში მამაკაცი ჩავარდა