ავტორი:

ვინ არის ბერა ივანიშვილის სიდედრი და უცნობი ცოლისდა, რომელიც მაღალჩინოსნის რძალია

ვინ არის ბერა ივანიშვილის სიდედრი და უცნობი ცოლისდა, რომელიც მაღალჩინოსნის რძალია

დები ანი და ნანუკა გუდავაძეები, როლებსაც ქართული საზოგადოება ორი წლის წინ არ იცნობდა, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულად გათხოვდნენ. ნანუკა გუდავაძე ბერა ივანიშვილის ცოლია და მის შესახებ არაერთი სტატია გამოქვეყნებულა AMBEBI.GE-ზე.

ყოფილი მოდელი დღეს შვილის აღზრდით არის დაკავებული. ცნობილია, რომ ივანიშვილების ოჯახი კარანტინის დროს მოსახლეობის განწყობაზე ზრუნავდნენ და "ტიკ-ტოკზე" ვიდეოებს აქვეყნებდნენ, რაშიც ჩართული იყო ახალი ნამშობიარები ნანუკაც.

ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეულე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია, მამამთილი კი რამდენიმე თვის წინ სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

შენგელი ფიცხელაური მანამდე შს მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. სპეცსამსახურებიდან შენგელი ფიცხელაური 2003 წელს გაუშვეს.

შენგელი ფიცხელაური
ანი გუდავაძე და ნიკა ფიცხელაური

ანი გუდავაძის სტილი ძალიან ჰგავს პოპულარული დის სტილს. გოგონებს ახალგაზრდა დედა ჰყავთ, რომელსაც ვაკეში ერთ-ერთი ძვირადღირებული სალონი აქვთ, რომლის მენეჯერიც ანი გახლავთ.

ანი გუდავაძე დედასთან ერთად

მოიგე „ხელფასი“ და აკეთე ყველაფერი, რაც გაგიხარდება!

ემოციური დამშვიდობება მაშველ ძაღლებთან - "ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი სამსახურებრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ"

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები