ავტორი:

"16 წლის სკოლის მოსწავლით გამოგვცადეს მთელი ოჯახი, ეს იყო ენით აუწერელი სისასტიკე" - რას წერს ეკა ბესელია იუბილარ შვილზე

"16 წლის სკოლის მოსწავლით გამოგვცადეს მთელი ოჯახი, ეს იყო ენით აუწერელი სისასტიკე" - რას წერს ეკა ბესელია იუბილარ შვილზე

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, რომლითაც შვილს დაბადების დღეს ულოცავს. როგორც ამბობს, პირად ცხოვრებასა და შვილებზე სოციალურ ქსელში იშვიათად წერს, თუმცა ამჟამად სურს, იუბილე რატი მილორავას საჯაროდ მოილოცოს.

ბესელიას ორი შვილი ჰყავს - 29 წლის რატი მილორავა და 16 წლის ლიზი გუბელაძე.

"იშვიათად ვწერ პირად ემოციებზე საჯაროდ, როგორც წესი საკუთარ სივრცეში ვაქცევ და ვუფრთხილდები. რატისაც არ უყვარს საჯაროობა, მაგრამ ახლა ძალიან მომინდა ასე მივულოცო მისი დღე. ლამის ერთად გავიზარდეთ...

უნივერსიტეტი, სამსახური, რთული წლები ერთად გავიარეთ იმის გამო, რომ სხვების შვილებს საჯაროდ ვიცავდი და ძალადობას ვუპირისპირდებოდი - წინა ხელისუფლების დროს ჩემი გაჩერება და დასჯა რამდენჯერმე სცადეს ჩემი შვილის მიმართ საფრთხის შექმნით. არაერთხელ გახდა უსამართლობის მსხვერპლი და 16 წლის სკოლის მოსწავლით გამოგვცადეს მთელი ოჯახი... ეს იყო ენით აუწერელი სისასტიკე...

არასოდეს დამიხევია უკან არც მე და არც ჩემს ოჯახს!არასოდეს უთქვამს - "დედა შევეშვათ ამ ბრძოლას...".. მისი დაცვით ვცდილობდი სხვა დედების გამხნევებას და ამ ბრძოლაში შიშის და კომპრომისების დამარცხებით ვამარცხებდით უსამართლობას.. .ბევრი რამ გადავიტანეთ, ბევრი რამ დააბრალეს რატის, ბევრი რამის გავლა მოუხდა, მაგრამ როგორც მისმა ნანა მასწავლებელმა ( ნანა ჩაჩუამ) დაწერა - "რატი იქ დგას საიდანაც კაცები მოდიან...".

განსაცდელებმა გაზარდეს მეტად და გააძლიერეს... რთული და შეუძლებელია ამის დაწერა...უნდა მიუტევო - ეს ქრისტიანულია, თუმცა რთულია დაივიწყო ის რაც ყველაზე ძვირფასს და სათუთს ასე ეხება ...

მე კი ამ გასაოცარი ტკივილით და დედის გამოუთქმელი სიყვარულით გავაცნობიერე რომ სხვისი შვილების სიცოცხლის დაცვით იცავ იმ ღირებულებას, რომლითაც შენმა შვილმაც უნდა იცხოვროს! მინდოდა და ვერ ვიპოვე გია ჯაჯანიძის სიურპრიზად ჩაწერილი ინტერვიუ რატისთან 2017 წელს, რომელიც უთბილესი იყო და მხოლოდ იმიტომ დაარღვია რატიმ საჯაროობის დუმილი, რომ ჩემთვის სიხარული მოეტანა...

გილოცავ დე შენს დღეს ! დედის სიყვარული ვერავინ ვერ გაზომა ჯერ! ის ლოცვასავით აღწევს ყველგან და მეტია ყველასა და ყველაფერზე" - წერს ეკა ბესელია.

"მთელი საარჩევნო კამპანიის კლიპები, თუ ფოტოები შენი ხელით იქმნებოდა... საოცრად ნიჭიერი ხარ" - რას წერს ეკა ბესელია იუბილარ ქალიშვილზე

"სადაც ბავშვები თამაშობენ, წამში შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს, არ ავხსნი რამდენად საშიშია სიტუაცია იქ" - რას წერს ნინა სუბლატი?

"ევროკავშირის ვაქცინ-ფიასკო და ბრიტანელებზე "შურისძიება", ანუ რა მოხდა სინამდვილეში?" - ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" სკანდალს გლობალური პოლიტიკის ჭრილში განიხილავს