ავტორი:

უსაფრთხო პიკნიკი ბუნებაში და ყველაზე გემრიელი სენდვიჩების რეცეპტები

უსაფრთხო პიკნიკი ბუნებაში და ყველაზე გემრიელი სენდვიჩების რეცეპტები

ზაფხულის მოსვლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. მზიანი ამინდები კი საშუალებას გვაძლევს, კარანტინის შემდგომ პერიოდში თავს უფლება მივცეთ და სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ.

ღია სივრცეში, ჰაერზე სეირნობა აუცილებელია. ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებშიც წაიკითხავთ. მზესთან კონტაქტი ორგანიზმს D ვიტამინით ამარაგებს, რაც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ წესებს, covid 19-თან დაკავშირებით. უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და საჯარო დაწესებულებებშიც პირბადის გარეშე არ უნდა მივიდეთ. პიკნიკი ბუნებაში ოჯახთან ერთად, არაჩვეულებრივი იდეაა. დაისვენებთ, გახალისდებით და ბავშვებიც კარგად გაერთობიან.

თუ მანქანა გყავთ, შეარჩიეთ რომელიმე ლამაზი ადგილი ქალაქთან ახლოს და დაგეგმეთ პიკნიკი. ძალიან ლამაზია საბადურის ტყე. პიკნიკის მოწყობა ქალაქშიც შეგიძლიათ. მაგალითად, ლისის ტბაზე.

პიკნიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საკვებია. აუცილებელია საკვები, რომელსაც პიკნიკზე წავიღებთ, იყოს არა მალფუჭებადი, მარტივი მოსამზადებელი და სატარებელი, იოლად მისართმევი და უცებ მოსამზადებელი.

ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი სწორედ ხორცპროდუქტებია. მსგავსი პროდუქცია დიდი ხანია უკვე გასცდა მხოლოდ სამზარეულოში მოსამზადებელი ვახშმის კატეგორიას და ბოლო ტენდენციებითაც დასტურდება, რომ მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სულ უფრო ხშირად მოიხმარენ საპიკნიკე წასახემსებლებად მსგავს სიტუაციებში.

  • საქართველოში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ნიკორას“ რჩევით, გთავაზობთ ყველაზე გემრიელ იდეებს, თუ როგორი წასახემსებელი შეგიძლიათ გაიყოლოთ პიკნიკზე.

სენდვიჩები

სენდვიჩი ერთ-ერთი იოლი, ნოყიერი და გემრიელი ვარიანტია პიკნიკზე წასაღებ წასახემსებლებს შორის. სენდვიჩის მოსამზადებლად ტოსტის პური დაგჭირდებათ.

სენდვიჩი ყველი "ჩედარით" და შაშხი "მანდოლინით"

ტოსტის პურს წაუსვით თხლად მაიონეზი, დაადეთ სალათის ფოთოლი, თხლად დაჭრილი „მანდოლინის“ ნაჭერი, ყველი „ჩედარი“, თხლად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ ცოტა ორეგანო. ზემოდან ისევ სალათის ფოთოლი დააფარეთ და დაადეთ ტოსტის პურის მეორე ნაჭერი. სენდვიჩი გაჭერით დიაგონალურად, რომ სამკუთხედი ფორმის ნაჭრები გამოვიდეს.

ვეგეტარიანული სენდვიჩი მარწყვითა და "მოცერელათი"

გაგიკვირდათ? მარწყვის პიკანტური გემო ძალიან უხდება სენდვიჩის ამ ვარიანტს. ტოსტის პურზე დააფინეთ რუკოლას ფოთლები. ზემოდან დაადეთ რგოლებად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკის ნაჭრები. შემდეგ შუაზე გაჭრილი „მოცარელას“ ბურთები მოათავსეთ. ბოლო ფენად კი - შუაზე გაჭრილი მარწყვი. დააფარეთ ტოსტის მეორე ნაჭერი თავზე და სენდვიჩი მზად არის. „მოცარელას“ მსუბუქი გემო მარწყვთან საუკეთესო კომბინაციაა.

სენდვიჩი ნორვეგიული ორაგულით

უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო. ტოსტის პურზე თხლად წაუსვით მაიონეზი, დააფინეთ სალათის ფოთოლი, მრგვლად დაჭრილი პომიდორი, ორაგულის თხელი ნაჭერი. ზემოდან დააფინეთ ისევ სალათის ფურცელი და დააფარეთ ტოსტის პურის მეორე ნაჭერი.

საბავშვო სენდვიჩი ქათმის ძეხვით

"ნიკორას" წარმოებული ძეხვეული - "მინი", სპეციალურად ბავშვებისთვის შეიქმნა. "მინის" ქათმის ძეხვი ძალიან უყვართ პატარებს. ტოსტის პურზე მოათავსეთ დაჭრილი "მოცარელას" ნაჭრები, ქათმის ძეხვი, თხლად დაჭრილი პომიდორი, სალათის ფოთოლი. დააფარეთ ზემოდან მეორე ნაჭერი პური. თუ "მოცარელას" ოდნავ შეათბობთ მიკროტალღურ ღუმელში, ის ჩადნება და პურს მიეკრობა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ავოკადოს რბილობი, რაც ძალიან სასარგებლო და გემრიელია.

სარდელი

თუ ცეცხლის დანთებას აპირებთ, არ დაგავიწყდეთ სარდელის წაღება. წამოაცვით ჯოხზე და შებრაწეთ. ბავშვები სიხარულით მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში.არ დაგავიწყდეთ ხილის და ლიმონათის წაღება.

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

R

"4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - "მათგან 18 მუშევანიდანაა"

"ადუღებული წყლით არის დამწვარი" - როგორია აფხაზეთიდან თბილისში გადმოყვანილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა