"4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

"4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინე სივრციდან, ხოლო 4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა.

"26 შემთხვევიდან 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი. მინდა, განგიმარტოთ აღნიშნული 18 შემთხვევა - იცით, რომ ამ სოფელში კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევის დროს დადასტურებული შემთხვევის დროს პაციენტების იზოლაცია და სტაციონარში მოთავსება ხდება, მაგრამ მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება. კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი, აუცილებელია ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, მეთოთხმეტე დღისთვის კვლავ დაიტესტონ ისინი და ასეთი პაციენტები შემოგვემატნენ, როდესაც ბოლნისის წყაროდან მატებაზეა საუბარი. 10-14 დღის განმავლობაში, ერთ-ორი დღე მომატებული ციფრი გვაქვს და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა. იმედია, ყოველი მეთოთხმეტე დღე ასეთი აღარ გვექნება და მუშევანში შემთხვევები დასრულდება.

დანარჩენი 8 შემთხვევიდან, 4 არის საკარანტინო სივრციდან და 4 არის დადასტურებული შემთხვევასთან ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული, იცით, ახლა სულ „საბურთალოს კლასტერზე“ რომ საუბრობთ. 4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იყო „საბურთალოს კლასტერი“, მაგრამ ამაზე აქცენტირება არ ხდებოდა. ამიტომ, მე ამაზე აქცენტირებას არ გავაკეთებ. საბურთალოს წყაროდან მოძიებული პაციენტის კონტაქტი არის მხოლოდ - 4“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - "მათგან 18 მუშევანიდანაა"

"ადუღებული წყლით არის დამწვარი" - როგორია აფხაზეთიდან თბილისში გადმოყვანილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა

"ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად სახლში ყოფნა კომფორტული აღმოჩნდა" - განქორწინების შემდეგ მიშა ანდღულაძემ წიგნი დაწერა