ავტორი:

ტრაგედია ოზურგეთში - 6 წლის ბავშვი  მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს

ტრაგედია ოზურგეთში - 6 წლის ბავშვი  მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბიჭი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი დილის საათებში სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თამაშობდა, მას შემდეგ, რაც ის ოჯახის წევრებმა ვერ იპოვეს, სამართალდამცავებს მიმართეს. სავარაუდოდ, ბავშვს მდინარის პირას ფეხი დაუცურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თბილისში, უჯარმის ქუჩაზე 60 წლის მამაკაცი დაჭრეს

ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

წერეთელზე, სკვერში ჯგუფურად ჩადენილი დაჭრის ფაქტზე 29 და 24 წლის ახალგაზრდები დააკავეს