ავტორი:

ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის დაახლოებით 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული და 4 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა.

მან ბოლო დღეებში გამოვლენილ შემთხვევბზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჩვენ, დღეს დილის მონაცემებით, 30 იანვრიდან დღემდე ქვეყანაში 57 ათასამდე შესაძლო შემთხვევა გვაქვს გამოკვლეული, ამ ადამიანებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდათ, მათ შორის აუცილებლად PCR კვლევა. დღეს, დილის მონაცემებით, 783 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ახალი 26 შემთხვევა, მათგან 18 ქვეყანაში ყველაზე ცხელ წერტილს, ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება და კერძოდ, ყველაზე ცხელ წერტილს ბოლნისის მუნიციპალიტეტში - ეს არის სოფელი მუშევანი.

პარასკევს მუშევანში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დიდი აქცია გვქონდა, სადაც თითქმის მთელი სოფელი, 574 ადამიანი გამოვიკვლიეთ და დადასტურდა 18 შემთხვევა. აქედან 17 შემთხვევა არის მუშევანიდან და ერთი კონტაქტი-სამედიცინო დაწესებულების მძღოლი ბოლნისიდან.

4 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი, სადაც ჩვენ გუშინ პირველადი ინფიცირებულის დაახლოებით 100-მდე კონტაქტი გამოვიკვლიეთ და 4 შემთხვევაში კოვიდ19-ზე დადებითი რეაქცია დადასტურდა.

დანარჩენი 4 შემთხვევა გახლავთ საკარანტინე ზონებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია საკარანტინო ზონების აქტიური მუშაობა. ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანის და განსაკუთრებით, ყველაზე უფრო ცხელი წერტილებიდან, მოსაზღვრე ქვეყნებიდან ადამიანების 14 დღიან კარანტინში მოქცევა და მათი კვლევა. ასეთი 4 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მათ შორის ასევე გახლდათ ტრაილერის ორი მძღოლი საკარანტინო ზონიდან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მონაცემებით, საბურთალოს კლასტერში კოვიდ ინფექცია 15 ადამიანს აქვს დადასტურებული.

„საბურთალოს კლასტერის 100-მდე კონტაქტი შევისწავლეთ და კიდევ მიმნდინარეობს ეს კვლევები. ამ კლასტერში სულ ერთად დადასტურდა 15 დადებითი შემთხვევა და გარდა იმისა, რომ ეს 15 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში, ასევე, ამ კლასტერიდან 30 გადაყვანილია საკარანტინო სივრცეებში“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

"მქონდა შეგრძნება, რომ კორპუსი გადაყირავდა" - რას ყვება ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების ადგილთან ცხოვრობს

ნუცუბიძის მე-3 პლატოზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა

საგარეჯოში 70 წლის ქალი პურის ცხობისას თონეში ჩავარდა