განიერი წელი სასიკვდილოდ სახიფათოა

განიერი წელი სასიკვდილოდ სახიფათოა

ამერიკელი მკვლევარები ირწმუნებიან, რომ მამაკაცები და ქალები, რომლებსაც ვიწრო წელი აქვთ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვისაც განიერი წელი აქვთ.

ამასთან სამედიცინო სტატისტიკა მოწმობს, რომ ეს მონაცემები სხეულის მასის ინდექსზე დამოკიდებული არ არის. მეცნიერთა კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Archives of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ძალიან განიერი წელი ქალებშიც და მამაკაცებშიც სიკვდილის საფრთხეს აორმაგებს.

ამგვარ დასკვნამდე მკვლევარები 100 ათასი ქალისა და მამაკაცის ანალიზების გამოკვლევის შედეგად მივიდნენ. პაციენტების ასაკი 50-დან 60 წლამდე მერყეობდა.

სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც სიკვდილიანობასა და წელის მოცულობას შორის კავშირი აღენიშნებოდათ, სასუნთქი ორგანოების დაავადებები იყო, რასაც გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარება მოჰყვება.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ სხეულის წონის მიუხედავად, წელის მოცულობის შემცირებამ, შესაძლოა, უდროო სიკვდილის საფრთხე შეამციროს.

ძველი კვლევებიც მოწმობდნენ, რომ მუცლის არეში გასუქება გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისთვის ერთგვარი ინდიკატორის როლს ასრულებს და II ტიპის დიაბეტით დაავადების რისკს ზრდის. ეს რისკი ცხიმის ქსოვილების განლაგებასთან არის დაკავშირებული, რომლებიც ცხიმი ფენას არა მხოლოდ კანქვეშ წარმოქმნიან, არამედ - ღრმად მუცლის ღრუშიც.

პუბლიკაციის ავტორები აცხადებენ, რომ ამ მოვლენის მიზეზების დასადგენად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი