ავტორი:

„ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ თუ დავიწყებთ რამეს, მივიყვანთ ბოლომდე“ - დიჯიტალ ტვ, დაფუძნებიდან 3 წელში, პირველ სამეულშია

„ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ თუ დავიწყებთ რამეს, მივიყვანთ ბოლომდე“ - დიჯიტალ ტვ, დაფუძნებიდან 3 წელში, პირველ სამეულშია

დიჯიტალ ტვ 3 წლისაა. ციფრული მულტიპლექს ოპერატორის სტერეო +-ის შვილობილი კომპანია, აბონენტების რაოდენობის მიხედვით, უკვე იკავებს ადგილს პირველ სამეულში. კომპანიის სწრაფი განვითარება გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტების შრომის შედეგია.

იუბილესთან დაკავშირებით, დიჯიტალ ტვ აქციას სთავაზობს ტელევიზიის მსურველებს. გარდა იმისა, რომ უფასოა ქსელში ჩართვა, 15 ივნისამდე ვინც გამოთქვამს აბონენტად რეგისტრირების სურვილს, პირველი თვის სააბონენტოც საჩუქრად ჩაერიცხება.

კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არსებული აბონენტის კმაყოფილებაა. შესაბამისად, მომხმარებლის ნებისმიერ საჭიროებას ოპერატიული და შედეგიანი რეაგირება მოჰყვება.

დიჯიტალ ტვ სტერეო +-ის წარმატებული პროექტის გაგრძელებაა. კომპანიამ 2015 წელს, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია მოიპოვა.

პირველი კერძო მულტიპლექს ოპერატორის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი იხსენებს, რა რესურსებით დაიწყო ოპერირება კომპანიამ და როგორ ვითარდება დღემდე:

„ეს, ჩვენს ქვეყანაში, ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებში, ითვლება რომ ერთერთი წარმატებული პროექტია. თუ ჩვენ ამას შევხედავთ მოსახლეობის თვალსაზრისით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე წარმატებული პროექტი. იმიტომ, რომ ეს პროექტი შეეხო სრულიად ყველას - მოსახლეობის ყველა ფენას და ყველა წევრს. ეს ის პროექტია, რომლის სიკეთეც იგრძნო ყველამ, აბსოლუტურად, ვისაც საქართველოს მოქალაქე ჰქვია.

კომპანია დაფუძნდა საკმაოდ მწირი რესურსებით. ჩვენი ძირითადი სიმდიდრე იყო ის ცოდნა და გამოცდილება, ის ნოუ ჰაუ, რომელიც კომპანიის საწყის წევრებს გაგვაჩნდა, ის ფინანსური შესაძლებლობები, რაც ჩვენ, მე, როგორც დამფუძნებელს, 25-წლიანი უცხოეთში მოღვაწეობიდან გამომდინარე დამიგროვდა და ამ ინვესტიციით განხორციელდა ამ კომპანიის დაფუძნება და მოღვაწეობა ამ წლების განმავლობაში“.

როგორ შეასრულა სტერეო +-მა აღებული ვალდებულებები? რა ეტაპზეა ჩრდილოვანი ზონების დაფარვის მიმართულებით სამუშაოები? შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებმა ადამიანმა ისარგებლოს ღია ეთერით?

„მინიმუმ, 95%-96% მოსახლეობისა დღეს უზრუნველყოფილია იმ მრავალფერადი არხების მიწოდებით, რასაც უზრუნველყოფს ციფრული მაუწყებლობა. ეს განაპირობა არამარტო ლიცენზიით სავალდებულო პუნქტების ჩართვამ, არამედ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდგომ, ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მიერ განხორციელებულმა, ჩრდილოვანი ზონების შესავსებად საჭირო პროექტებმა. კონკრეტულად, იმ დამატებითი სამაუწყებლო პუნქტების გახსნამ, რომელიც დღეისათვის 50%-ზე მეტია იმ რიცხვზე, რაც გათვალისწინებული იყო ლიცენზიის ვალდებულებებით. ჩვენ წინსწრებით შევასრულეთ ჩრდილოვანი პუნქტების დაფარვა. ეს ჯერ კიდევ გაგრძელდება, მაგრამ, ამჯერად უკვე საუბარია ზოგიერთ ისეთ რეგიონზე, სადაც არასდროს არ ყოფილა ტელევიზია, მათ შორის კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული.

ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ საქართველოს ჰქონდეს ყველაზე მდგრადი და ყველაზე განვითარებული ციფრული სამაუწყებლო ქსელი.

ვინ დგას სტერეო +-სა და დიჯიტალ ტვ-ს უკან? ვინ მუშაობს აბონენტებისთვის?

მუდმივად, რუდუნებით ვცდილობთ, რომ ის ნამდვილად მცირერიცხოვანი პროფესიონალი სპეციალისტები, არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში - რაც უფრო მაღალია ინტელექტი, მით უფრო ნაკლებია ოდენობა ამ ადამიანების - რაღაცნაირად მოვიზიდოთ და მიუხედავად ზოგიერთი პრობლემისა, მათ არ დატოვონ ჩვენი კოლექტივი ან ჩვენი ქვეყანა. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში მოუწიათ მათ წარმატებული მოღვაწეობა. სრულიად არ მიმაჩნია, რომ ინტექლექტუალურ მიმართულებებში, ჩვენ უნდა ველოდოთ რამეს ან გავიმეოროთ ვიღაცის გაკეთებული.

ნებისმიერი მშენებლობა, ნებისმიერი აღმშენებლობის პროცესი პირდაპირ კავშირშია ადამიანურ რესურსთან. ყველაფერს აკეთებენ პიროვნებები, ადამიანები. შეუძლებელია ამოცანას არაკომპეტენტურმა ორგანიზაციამ მოჰკიდოს ხელი და იქ საქმე გამოვიდეს. რესურსი ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ეს არის მაღალინტელექტტევადი მიმართულება და კადრების გარეშე შეუძლებელია.

სტერეო + იყენებს ფასიანი არხების გავრცელების ლიცენზიას. როგორ გამოიყენეთ ლიცენზია? ვისთვის შეიქმნა დიჯიტალ ტვ და რას სთავაზობს მომხარებელს?

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასული ევროპული ქვეყნებიდან ყველა ქვეყანაში არ არის ფასიანი სამაუწყებლო არხები. მხოლოდ ალბათ, სანახევროდ. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხელშეწყობის ნაწილში, რომ პირველივე სალიცენზიო კონკურსში, ქვეყანაში გამოვიდა შესაძლებლობა ფასიანი სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებისაც და ჩვენ ამ კონკურსში გავიმარჯვეთ. ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რაც გადაიდგა ქვეყნის მიერ.

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც სწყურია არამარტო ქართული პროდუქტი, არამედ უყუროს უცხოურ შემეცნებით პროდუქტს, გასართობ პროდუქტს, მათ მიუწვდებათ ხელი ამ პროდუქტის მისაღებად.

დიჯიტალ ტვ-ია სწორედ ის კომპანია, რომელიც ოპერირებს ამ საკითხზე - ციფრული, ფასიანი მაუწყებლობის მიწოდება მოსახლეობისთვის. ეს კომპანია არის ნაწილი სტერეო პლუსისა. ეს კომპანია უზრუნველყოფს კანონიერ საფუძველზე, უცხოური არხებისგან ნებართვის და საავტორო უფლების შეძენას და მოსახლეობისთვის იმ უცხოური არხების მიწოდებას, რომელიც მას სჭირდება.

ჩვენი კომპანია, დღეს, არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ასევე ქვეყანაში არსებული ხელმოკლე აბონენტების მიმართაც, მათ სასიკეთოდ, ვიტყვი იმას, რომ სწორედ იმაში ვართ მარტონი, თუკი მოსახლე ვერ ახერხებს ფასიანი პაკეტის თანხის გადახდას, ჩვენ უზრუნველვყოფთ, მათთვის, მიუხედავად ამისა, მაუწყებლობის შეუფერხებელ უწყვეტ მიწოდებას, ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი არხებისა.

როგორია სამომავლო გეგმები?

მიზნები პირველი ის, რომ სამაუწყებლო არეალით არ გვინდა, ვიყოთ თუნდაც მესამეები და მეოთხეები. რაოდენობამ არხებისა, უკვე თითქმის შეავსო სამივე მულტიპლექსის მოცულობა. ალბათ გამოვიყენებთ იმ კანონიერ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენს კომპანიას გააჩნია კიდევ ერთი ლიცენზიის მოთხოვნისა.

ჩვენ მოპოვებული გვაქვს სამი ლიცენზია, რომელიც განკუთვნილი იყო ამ სამიდან ორი ფასიანი მაუწყებლობისთვის და ერთი - უფასოსთვის. ჩვენ ჩვენი კეთილი ნებით და რეგულატორთან შეთანხმებით, გავაკეთეთ ისე, რომ არ დაგვეზარალებინა ქვეყანაში არხების სიმრავლე და მათი მაუწყებლობა: პრაქტიკულად, მეორე მუქსს, მცოცავ რეჟიმში, რამდენი არხიც გაჩნდება, ვუთმობთ ღია მაუწყებლობას. ამით, იმ სეგმენტს, რასაც ჰქვია ფასიანი სამაუწყებლო აქტივობა, ვაკლებთ ხელს და ჩვენ ვაზარალეთ ჩვენივე თავი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ის კანონიერი უფლება, რომელიც გვაქვს, მოვითხოვოთ კიდევ ერთი ლიცენზია, ისე, რომ ორი მულტიპლექსი სრულად იყოს განკუთვნილი ქართული არხებისთვის, უფასო არხებისთვის, და ორი მულტიპლექსი, რომელიც იმთავიდან განკუთვნილი იყო ფასიანი მაუწყებლობისთვის, დაბალანსდეს და მთლიანად მოხდეს ამის შევსება. მერე, ნამდვილად შეიძლება ამ ოთხი მულტიპლექსით, თქმა იმისა, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, პირველები გავხდეთ მსოფლიოში, არხების ოდენობით, რაც ვრცელდება, ან დავეწიოთ მაინც იმ ასზე მეტ არხს, რაც დღეს ლიდერ ქვეყანაში, იტალიაში არსებობს.

ფიქტიური ამბიციები არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ თუ დავიწყებთ რამეს, მივიყვანთ ბოლომდე.

R

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ