ავტორი:

„ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონულ სამედიცინო ცენტრებში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს

„ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონულ სამედიცინო ცენტრებში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს

"ჯეო ჰოსპიტალს"-ის რეგიონული სამედიცინო ცენტრებმა ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს. ცენტრების ადმინისტრაციამ COVID-ის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, ბავშვებს სხვადასხვა გმირით გაფორმებული კუთხე და ტკბილეული დაახვედრა.

დღესვე მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და მათთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.

მისივე განცხადებით , "ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამედიცინო ცენტრს ფუნქციონირება არცერთი დღეა არ შეუჩერებია ჩაკეტილ ქალაქში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალი მომართვიანობა იყო, სამშობიარომ 200 მეტი მშობიარობა მიიღო

. „1-ელ ივნისს პატარების საზეიმო განწყობისთვისაც ვიზრუნეთ და მათი კომფორტისთვის ახალი საბავშვო კუთხეც გავხსენით. კლინიკა რეგიონის მოსახლეობისთვის ახლო მომავალში არაერთ საინტერესო აქციას და სერვისების შეთავაზებას გეგმავს“, - აღნიშნა მან.

ქვემო ქართლის რეგიონში ერთადერთი ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება სწორედ "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამშობიაროში ფუნქციონირებს, რომელიც გართულებული მშობიარობისას ახალშობილთა ადგილზე მკურნალობას და მეთვალყურეობას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მსგავსად ახალი საბავშვო კუთხე დღეს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშიც გაიხსნა.

ქალების წვლილი COVID-19-ის დროს ბიზნესების განვითარებასა და კრიზისების დაძლევაში - რატომ არის მათი ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანი?

„ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ თუ დავიწყებთ რამეს, მივიყვანთ ბოლომდე“ - დიჯიტალ ტვ, დაფუძნებიდან 3 წელში, პირველ სამეულშია

"ამ საოცარ ფაქტს ვერ ვივიწყებ..." - ხანძრისას მძიმედ დაშავებული გოგონას ამბავი, რომელმაც პლასტიკური ქირურგი 12 წლის შემდეგ, სარეკლამო ბანერიდან იპოვა