ავტორი:

ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბათუმში 26 წლის მამაკაცი დააკავეს

ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბათუმში 26 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბათუმში 26 წლის მამაკაცი დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული რ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს - 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს- მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს

რომელი დანაშაულები გაიზარდა და შემცირდა საქართველოში პანდემიის პერიოდში წინა წელთან შედარებით

სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ათავისუფლებენ - მიხეილ კალანდიას ბიძა