ავტორი:

"ჰიჩკოკობა ქალაქში" - თვითმხილველი ავრცელებს კადრებს, როგორ ესხმის თავს ყვავი ქუჩაში გამვლელებს

"ჰიჩკოკობა ქალაქში" - თვითმხილველი ავრცელებს კადრებს, როგორ ესხმის თავს ყვავი ქუჩაში გამვლელებს

ქეთი ტომარაძე, რომელიც საკუთარი სახლიდან გახდა თვითმხილველი, როგორ ესხმის თავს ყვავი ქუჩაში გამვლელებს, კადრებს ავრცელებს.

თვითმხილველმა კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე ვიდეო გადაიღო, რომელზეც დაფიქსირებულია როგორ აფრინდება ფრინველი თმებში გამვლელებს, რაც მოქალაქეებში პანიკას იწვევს.

"ჰიჩკოკობა ქალაქში... ორნითოფობებმა და სენსიტიურებმა არ უყუროთ" - წერს ტომარაძე ვიდეოს კომენტარში და დასძენს, რომ რამდენიმე მსგავსი შემთხვევის შემდეგ, პატრულმა მონაკვეთი გადაკეტა და იქ გამვლელებს აღარ უშვებდა.

ყვავების ასეთი აგრესია გაზაფხულ-ზაფხულზე მათი გამრავლების პერიოდით არის გამოწვეული. ამ ფორმით ისინი ხშირად, საკუთარ ახალგამოჩეკილ ბახალებს იცავენ.

ყვავების თავდასხმის შედეგად გუშინ კოსტავას ქუჩაზე 5 ადამიანი დაშავდა. როგორც AMBEBI.GE-ს თვითმხილველმა უამბო, მათ შემთხვევის დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

VIDEO: ამ კადრებში ჩანს, როგორ დაესხა თავს აგრესიული ყვავი ადამიანებს თბილისში, ისმის შეშინებულთა ხმები

ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულები "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. კლინიკაში AMBEBI.GE-ს დაუდასტურეს შემთხვევის შესახებ.

"5 პირს დააცხრა ყვავი. მათ მიიღეს მსუბუქი დაზიანებები. ჩვენს კლინიკაში გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და გაწერილები არიან ბინაზე" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს "ნიუ ჰოსპიტალში".

გორში ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 6 წლის ბავშვს დაეჯახა

"სიფხიზლეში არაჩვეულებივი ადამიანია... ბავშვების შესაშინებლად გამოიყენა იარაღი" - რა ხდება ვარკეთილში, სადაც 45 წლამდე მამაკაცი უმისამართოდ ისროდა

ვარკეთილში, სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცი კორპუსიდან ისვრის