რუსების კვალდაკვალ მილიციას სახელს უკრაინელებიც უცვლიან

რუსების კვალდაკვალ მილიციას სახელს უკრაინელებიც უცვლიან

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელიც მილიციისთვის სახელის გადარქმევაზე იმუშავებს. კონკრეტულად კი, აღნიშნული ჯგუფი დაადგენს, უწყებისთვის სახელის შეცვლა ფინანსური თვალსაზრისით რამდენად გამართლებული იქნება. ამ იდეის განხილვა საზოგადოებაში, ონლაინ-რეჟიმშიც იგეგმება.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ГАИ-ის დეპარტამენტის ექს-ხელმძღვანელი ალექსეი კალინსკი კი მიიჩნევს, რომ "თავდაპირველად სისტემის რეფორმირება ქვემოდან ზევით უნდა მოხდეს და მხოლოდ შემდეგ უნდა შეიცვალოს მისი სახელი". 

უკრაინელი ისტორიკოსის თქმით, უკრანელ სამართალდამცველებს მილიციად 1917 წლიდან მოიხსენიებენ. შემდეგ ხანმოკლე დროის მანძილზე სტრუქტურას ჟანდარმერია ეწოდა, თუმცა 1920 წლიდან ისევ მილიცია დაერქვა.

საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ასტროლოგმა ვლადა როსამაც გამოთქვა: "ასო "მ" მისტიკურია და ის დამანგრეველი, ბიუროკრატიული ენერგიის მატარებელია, რასაც ქრთამი, გამოძალვა და ტყუილი მოაქვს. კარგი იქნებოდა კანონდამცველთა სამსახურის სახელწოდება ასო "გ"-ზე, "ზ"-სა ან "ჟ"-ზე იწყებოდეს. მაგალითად, თუ მილიციას ჟანდარმერიას დავარქმევთ, გარწმუნებთ, ამ უწყებაში კორუფცია მაშინვე შემცირდება".

მომზადებულია newsru.ua-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ